კომპანია Shoei Kisen-ის 400 მეტრიანმა კონტეინერმზიდმა Ever Given, რომელიც ტაივანური კომპანიის Evergreen Marine Corporation საკუთრებაშია, ჩინეთიდან ევროპისკენ მიემართებოდა, მეჩეჩზე შეჩდა და არხი გადაკეტა. მიმდებარედ მინიმუმ 100 ხომალდი არხის გახსნის მოლოდინშია.
ეკიპაჟმა, ქარისლის დროს ცუდი ხილვადობის გამო, მართვაზე კონტროლი დაკარგა. ხომალდის დაძვრის ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
სუეცის არხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა არის მსოფლიოში, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ევროპას, აზიასა და აფრიკას. ყოველდღიურად არხში საშუალოდ 50 ხომალდი გადის, რომლებიც 3 მილიონ ტონამდე ტვირთს ზიდავენ. ყოველდღე 200 კილომეტრიანი ხელოვნური საზღვაო გზით სარგებლობს 20 ათასი ხომალდი, რაც მსოფლიო ვაჭრობის სრული მოცულობის 12%-ს შეადგენს.

კონტეინერმზიდმა Ever Given, რომლის სიგრძეც 400 მეტრია, სუეცის არხი გადაკეტა

ხომალდი, ცუდი ხილვადობის გამო, მეჩეჩზე შეჯდა

3/14
© AP Photo / Suez Canal Authority
მისი გამოყვანის ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა

4/14
© AFP 2024 / AHMAD HASSAN
შორიდან კონტეინერმზიდი დიდ საცხოვრებელ კორპუსს გავს

Ever Given-ის არხიდან გაყვანას 100-ზე მეტი ხომალდი ელოდება

ხომალდი ყველა მხრიდან შესამჩნევია

7/14
© AFP 2024 / Satellite image ©2021 Maxar Technologies
ყოველ საათში მსოფლიო ეკონომიკას დაახლოებით 400 მილიონი დოლარის ზარალი ადგება

8/14
© AFP 2024 / Suez Canal Authority
Ever Given-ს პატარა სამაშველო ხომალდებით ეხმარებიან, მაგრამ ჯერ-ჯერობით უშედეგოდ

9/14
© AFP 2024 / Satellite image ©2021 Maxar Technologies
სამაშველო სამუშაოები გრძელდება

10/14
© AFP 2024 / Suez Canal Authority
კონტეინერმზიდის ქვემოდან უკვე 20 ათას ტონაზე მეტი გრუნტი გამოაცალეს

11/14
© AFP 2024 / Suez Canal Authority
თუმცა არხი კვლავ გაჭედილია. მომლოდინე ხომალდებიან ზოგიერთმა აფრიკის გავლით განაგრძო ცურვა

12/14
© AP Photo / Mohamed Elshahed
შემთხვევა სუეცის არხის 151-ე კილომეტრზე მოხდა. კონტეინერმზიდი ჩინეთიდან ევროპისკენ მიემართებოდა

13/14
© AP Photo / Suez Canal Authority
სუეცის არხზე მსოფლიო ეკონომიკის დაახლოებით 12% არის დამოკიდებული

14/14
© AFP 2024 / Suez Canal Authority
ყოველდღიურად სუეცის არხში საშუალოდ 50 ხომალდი გადის, რომლებსაც დაახლოებით 3 მილიონი ტონა ტვირთი გადააქვთ. ყოველი მათგანი ეგვიპტეს 300 ათას დოლარს უხდის