რა ვითარებაა საქართველოს გზებზე: ბოლო ინფორმაცია

© Roads Department of Georgiaგაწმენდითი სამუშაოები გუდაირი-კობის მონაკვეთზე
გაწმენდითი სამუშაოები გუდაირი-კობის მონაკვეთზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2021
გამოწერა
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

თბილისი, 27  მარტი – Sputnik. საქართველოს საავტომობილო გზებზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 92-ე კმ (სოფელ დიზი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვები მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო გუშინ დაწესდა.

„აღნიშნულ მონაკვეთზე 26 მარტს, გამთენიისას ჩამოვიდა მეწყერი, რის გამოც აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ჩატარებული სამუშაოების შემდეგ შესაძლებელი გახდა საღამოს ცალმხრივ რეჟიმში მოძრაობის აღდგენა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გზის გაწმენდა - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2021
ცაგერში სტიქიასთან ბრძოლა გრძელდება: შემოვლითი გზის მოწყობა ვერ ხერხდება

გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა და მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე.

აღნიშნულ მონაკვეთზე თოვისა და ლიპყინულის გამო კვლავ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ასევე, აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა.

უწყების ცნობით, მლეთა-გუდაურის (ფოსტა) და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

ინტენსიური თოვის გამო ნარჩუნდება შეზღუდვა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-ე კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.   

ასევე რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და დაბალი ხილვადობა) გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110-ე კმ (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

 

ყველა ახალი ამბავი
0