თბილისის „დიდი სლემის“ მეორე დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ბრინჯაო აიღეს

© photo: Sputnikლაშა შავდათუაშვილი ტატამზე
ლაშა შავდათუაშვილი ტატამზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2021
გამოწერა
„დიდი სლემის“ ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების აქტივშია ექვსი მედალი: ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო

თბილისი, 27  მარტი – Sputnik. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა თბილისში მიმდინარე „დიდი სლემის“ სერიის ტურნირის მეორე დღეს სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდნენ ლაშა შავდათუაშვილი, ალეკო მამიაშვილი (ორივე -73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ).

აღსანიშნავია, რომ 21 წლის მამიაშვილისთვის ეს პირველი საპრიზო ადგილია „დიდი სლემის“ ტურნირებზე.

© Sputnik / STRINGERთბილისის „დიდი სლემი“. ალეკო მამიაშვილი.
თბილისის „დიდი სლემის“ მეორე დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ბრინჯაო აიღეს - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2021
თბილისის „დიდი სლემი“. ალეკო მამიაშვილი.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ლაშა შავდათუაშვილმა რუს დენის იარცევს სძლია, ხოლო გრიგალაშვილმა რუსეთის კიდევ ერთ წარმომადგენელს - ალან ხუბეტსოვს აჯობა.

„დიდი სლემის“ ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების აქტივშია ექვსი მედალი: ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.

ტურნირის დასკვნით დღეს (28 მარტს) საქართველოს 12 ძიუდოისტი წარადგენს: ავთო ჭრიკიშვილი, იმედა გოგოლაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი ქურდიანი (ყველა -90 კგ), ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, გიორგი ჩიქოვანი ( ყველა -100 კგ), საბა ინანეიშვილი, ონისე ბულაძე, გელა ზაალიშვილი (ყველა +100 კგ) და სოფია სომხიშვილი (+78 კგ).

თბილისში მიმდინარე ტურნირზე მსოფლიოს 80 ქვეყნიდან 464 ძიუდოისტი მონაწილეობს (253 მამაკაცი და 211 ქალი).

ყველა ახალი ამბავი
0