უნდობლობის ვოტუმი, ანუ რას აპირებს ოპოზიცია

© photo: Sputnikოპოზიციურმა პარტიამ ლელო თბილისში ახალი აქცია წამოიწყო
ოპოზიციურმა პარტიამ ლელო თბილისში ახალი აქცია წამოიწყო - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
გამოწერა
ჩაშლილი მოლაპარაკებებისა და დაანონსებული აქციების ფონზე კვლავ ბევრი კითხვის ნიშანი და გაურკვევლობაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

ამ დროისათვის რაც გამოიკვეთა, ისაა, რომ დასავლეთი არასოდეს ტაშს არ დაუკრავს ოპოზიციას იმის გამო, რომ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ. ნათელია ისიც, რომ ქართულ საზოგადოებაში უნდობლობის ძალიან მაღალი დონეა პოლიტიკისა და პოლიტიკოსების მიმართ და ნამდვილად კარგი ასპარეზია ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენისთვის.

როგორც ამ დღეებში გამოქვეყნებული NDI-ს კვლევებიდან ირკვევა, მოსახლეობის ლამის ნახევარი თვლის, რომ მის ინტერესებს არც ერთი პოლიტიკური ძალა არ გამოხატავს. ამავე დროს, 9 წლის შემდეგაც მხარდამჭერთა უმეტესობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება“, რომელიც უკვე ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის. როგორც ჩანს, საკმაოდ კარგად და საფუძვლიანად. ხოლო თუ 5-პროცენტიანი ბარიერი არ გაუქმდა, რასაც საკონსტიტუციო ცვლილებები და პარლამენტში მინიმუმ 113 ხმა სჭირდება, მით უკეთესი „ქართული ოცნებისათვის“.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
გიორგი გახარია და გიორგი ვაშაძე ერთად – მესამე პოლიტიკური ძალა?

ინფორმაცია ბატონი დანიელსონის საქართველოში დაბრუნების შესახებ სწორედ იმას მიანიშნებს, რომ ევროპა საკმაოდ აქტიურადაა ჩართული საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში და რაიმე შედეგის გარეშე არც აპირებს პოზიციის დათმობას. აკი თქვა კიდეც ამ პატიოსანმა კაცმა ერთკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რომ ნამდვილად უკეთესი იყო, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს თავისი ძალისხმევა კორონაპანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისისა და სოციალური პრობლემების მოგვარებისკენ მიემართა.

ევროპელი მომლაპარაკებელი სულ მალე ჩამოვა საქართველოში. პარალელურად, როგორც ჩანს, მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა ახალი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად, რომელსაც გიორგი გახარია ჩაუდგება სათავეში. წინასწარ იმის თქმა, ვინ ითანამშრომლებს მასთან და რამდენ პროცენტს მიიღებს გახარიას პარტია არჩევნებში, რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ ასეთ ვითარებაში საქართველოში, შესაძლოა, ახლა მაინც მოხერხდეს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც შეიძლება მეტად იყოს მისაღები როგორც საშინაო, ასევე საგარეო ასპარეზზე.

წინასაარჩევნო კამპანია იწყება - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
კახა კალაძე, ზურაბ პოლოლიკაშვილი თუ ... ვინ გახდება თბილისის მერი 2021-ის არჩევნებზე

დღეისათვის გამოკვეთილი სიტუაციიდან ნათლად ჩანს და დასავლელი პარტნიორების განცხადებებიც მეტყველებს, რომ ისინი მიესალმებიან ივანიშვილის ნებაყოფილობით განრიდებას პოლიტიკიდან და ამასვე მოუწოდებენ მიხეილ სააკაშვილსაც, მაგრამ ეს უკანასკნელი ძნელი დასაჯერებელია, რომ ოდესმე ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას. აკი ამბობს კიდეც თაკო ჩარკვიანი, მიშას მილიონი მხარდამჭერი ჰყავს და ვისაც არა აქვს რეიტინგი, ისინი ჩამოშორდნენ პოლიტიკასო.

თუმცა უახლოეს მომავალში საზოგადოება მაინც მოახდენს დივერსიფიკაციას. საქართველოში ამჟამად არსებობს ერთი სახელისუფლებო ძალა, მეორე – უკიდურესად რადიკალური ფრთა, რომელიც არც პარლამენტში შესვლას აპირებს და მუდმივად აქციების რეჟიმში იქნება, და მესამე, სადაც შეიძლება მოვიაზროთ როგორც გახარიას დაჯგუფება, ასევე „ლელო“, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“, „გირჩი“ და რამდენიმე წვრილი პარტია.

საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
შედგება თუ არა მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის?

უახლოეს მომავალში ოპოზიციაში ხმები და გზები ნამდვილად გაიყრება, რადგან რამდენიმე ადამიანი კიდევ აპირებს საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებას. პარალელურად საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საკონსტიტუციო სარჩელი დეპუტატების უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, თუმცა ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ ეს დავა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე გადაწყდეს. შესაბამისად, თუ სხვა შედეგს არა, დანიელსონი იმას მაინც მიაღწევს, რომ დეპუტატების ნაწილს პარლამენტში შესვლის მიზეზი აპოვნინოს, ნაწილი კი უკიდურესად მარგინალურად გამოკვეთოს, რასაც ხელისუფლებაც უჭერს მხარს.

 

ყველა ახალი ამბავი
0