ტიკარაძე ექთნის გარდაცვალების მიზეზებზე ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ ისაუბრებს

© photo: Sputnik / Igor Maslov / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
გამოწერა
ახალციხეში 27 წლის ექთანს astraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. ჯანდაცვის სამინისტროში 29 მარტს გაიმართება კომისიის სხდომა, რომელზეც 27 წლის ექთნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნება სამხარაულის ექსპერტიზისა და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ერთობლივი დასკვნა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

გამყრელიძე: ლუგარის ლაბორატორია გარდაცვლილი ექთნის სისხლის ნიმუშს იკვლევს>>

27 წლის ექთანს ახალციხეში AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაციის შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.

„არსებობს გარკვეული წინასწარი ინფორმაცია, რომ პირდაპირ გამომწვევ მიზეზად, შესაძლებელია, ვაქცინა არ დასახელდეს. ჩვენ ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას“, – თქვა ტიკარაძემ.  

მინისტრმა აღნიშნა, რომ ზუსტი პასუხი, თუ რამ გამოიწვია ახალგაზრდა ქალის გარდაცვალება, მას მხოლოდ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის შემდეგ ექნება და მანამდე არ სურს, რომ დეზინფორმაცია გაავრცელოს.

Pfizer-ის ვაქცინის ჩამოტანა საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
რომელ ვაქცინას ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში – „ასტრაზენეკას“ თუ „ფაიზერს“

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. პირველ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს ვაქცინით ხორციელდება, რომლის 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა. რაც შეეხება Pfizer-ის ვაქცინას, ის ქვეყანამ გუშინ მიიღო, საქართველოში პრეპარატის 30 ათასამდე დოზა ჩამოვიდა. 

25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, შესაძლებელია ასევე პრეპარატის არჩევაც.

ყველა ახალი ამბავი
0