„ფუკუშიმა-1“-ზე რადიაციის გაჟონვა აღმოაჩინეს

CC BY-SA 2.0 / thierry ehrmann / Japan Apocalypseფუკუშიმას ატომური ელექტროსადგური
ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგური - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
გამოწერა
იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ფუკუშიმა-1“-ის სამი ენერგობლოკის ზედა ნაწილებში უკიდურესად მაღალი დონის რადიოაქტიური უბნები აღმოაჩინეს.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. იაპონელმა სპეციალისტებმა ატომურ ელექტროსადგურ „ფუკუშიმა-1“-ზე, რადიოაქტიური ნარჩენების შესანახ ადგილზე ჟელესმაგვარი მასა აღმოაჩინეს, რომელიც რადიაციას ასხივებდა, იუწყება ენერგეტიკული კომპანია Tokyo Electric Power (TEPCO).

რადიაციული საფრთხის ნიშანი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2021
საფრთხე არ გამქრალა: „ფუკუშიმა-1“-ზე განსაკუთრებით მაღალი რადიაქტივობის უბნები აღმოაჩინეს

კომპანიის მონაცემებით, გამოსხივების ინტენსივობა საათში დაახლოებით 13 მილიზივერტს შეადგენს. სპეციალისტების ვარაუდით, ამ ადგილზე გაჟონვა მოხდა, რისი მიზეზიც ერთ-ერთი კონტეინერის კოროზია შეიძლებოდა ყოფილიყო. აღნიშნული კონტეინერები იქ იანვრიდან მარტამდე პერიოდში იდგა.

ამ დროისათვის TEPCO ინფორმაციას აგროვებს ინციდენტის შესახებ, თუმცა უკვე აცხადებს, რომ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა.

აღსანიშნავია, რომ სააგენტო Kyodo-მ მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეციალისტებმა „ფუკუშიმა-1“-ის სამი ენერგობლოკის ზედა ნაწილებში უკიდურესად მაღალი დონის რადიოაქტიური უბნები აღმოაჩინეს.

ატომურ ელექტროსადგურ „ფუკუშიმა-1“-ზე ავარია 2011 წლის მარტში მოხდა, როდესაც ცუნამის ტალღის დარტყმის შედეგად სადგურზე ელექტრომომარაგებისა და გაგრილების სისტემები მწყობრიდან გამოვიდა. შედეგად – სამ რეაქტორში ბირთვულმა საწვავმა გაჟონა, რამაც მათი დამცავი კორპუსი დაწვა. ამას თან ახლდა წყალბადის აფეთქებები და დიდი რაოდენობით რადიოაქტიური ნივთიერებების გამოყოფა, რამაც სადგურის მიმდებარე რაიონების დაბინძურება გამოიწვია. 

ყველა ახალი ამბავი
0