ბათუმში წმინდა ნიკოლოზის ტაძარი დაიკეტა – სასულიერო პირებს კოვიდი დაუდასტურდათ

© Sputnik / STRINGERტაძარში პირბადეებით
ტაძარში პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
გამოწერა
COVID-19-ის დადასტურების შემდეგ, უკვე ორი დღეა, ინფიცირებულები იზოლაციაში იმყოფებიან. ტაძარში ამჟამად დეზინფექცია ტარდება.

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. ბათუმში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი დროებით დაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს.

საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
საპატრიარქო: ეკლესია ვაქცინაციის პროპაგანდაზე პასუხისმგებლობას არ აიღებს

გავრცელებული ინფორმაციით, ტაძარი კორონავირისის გამო დაიკეტა – COVID-19 დაუდგინდათ სასულიერო პირებს, მათ შორის ტაძრის წინამძღვარს და მედავითნეს.

ამ ეტაპზე ყველა ინფიცირებული იზოლაციაში იმყოფება, ტაძარში კი სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

„ჩვენს ტაძარში გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, შაბათს, საღამოს ლოცვამდე წმინდა ნიკოლოზის ტაძარი იქნება დაკეტილი. ტარდება დეზინფექცია", – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსი 26 ადამიანს დაუდასტურდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 419-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 279.446-ს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0