თუ ფილერს იყენებთ: Pfizer-ით აცრის შემთხვევაში რა გართულებებზე საუბრობს გამყრელიძე

© AP Photo / Jae C. Hongვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
გამოწერა
საქართველომ გუშინ Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტია მიიღო. აღნიშნული პრეპარატით ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყება.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. Pfizer-ის ვაქცინას გარკვეული გართულებები აქვს – ეს ეხება პირებს, რომლებიც ხშირად იყენებენ ფილერს (ბუნებრივი შემავსებელი), განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

 Pfizer - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
გაბუნია: Pfizer-ით ვაქცინაცია მარტის ბოლოდან, საყოველთაო ვაქცინაცია კი აპრილიდან დაიწყება

მისი თქმით, კითხვარს, რომელიც განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებმაც ვაქცინის გაკეთება გადაწყვიტეს, კიდევ ერთი კითხვა დაემატება – ხშირად იყენებთ თუ არა ფილერს (ნატურალური ჰიალურონის მჟავის შემცველი შემავსებელი პრეპარატია – რედ.). კითხვარში სულ 11–12 კითხვაა.

„თუ პასუხი დადებითი იქნება, მაშინ ექიმმა შეიძლება ამაში რისკი დაინახოს, იმ პერიოდში პაციენტს აცრა არ გაუკეთოს და იგი დამატებითი გამოკვლევებისთვის შესაბამის სპეციალისტთან გაგზავნოს. Pfizer-ს აქვს ადგილობრივი და არა სისტემური, ანუ არაანაფილაქსიური გართულებები იმ ადამიანებს შორის, ვინც ხშირად იყენებს ფილერს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოს მთავარმა ეპიდემიოლოგმა ასევე ისაუბრა ვაქცინაციის სტატისტიკურ მონაცემებზე. ბოლო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა მედპერსონალიდან 4.152-მა ადამიანმა გაიკეთა. ამასთან, სპეციალურ ბაზაში ასევე დარეგისტრირებულია 75 წელს ზემოთ ასაკის 371 ადამიანი. 25 მარტიდან, მედპერსონალთან ერთად, ვაქცინაციაზე დარეგისტრირება 65 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0