სანდრო ბაზაძე: ზოგჯერ საჭიროა, მომავალ მეტოქეს შენი მაქსიმუმი არ დაანახო

© photo: Sputnik / Denis Aslanovმოფარიკავე სანდრო ბაზაძე
მოფარიკავე სანდრო ბაზაძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
გამოწერა
ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ბოლოს ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო თასის ეტაპზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სანდრო ამჟამად ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის აქტიურად ემზადება.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ახლოვდება და ქართული სპორტის გულშემატკივარიც, როგორც ყოველთვის, იმედიანად არის განწყობილი. ოლიმპიადა ის შემთხვევაა, როდესაც მაყურებელი განურჩევლად სპორტის სახეობისა, თავისი ქვეყნის სახელით მოასპარეზე თითოეულ სპორტსმენს ქომაგობს.

სხვადასხვა სპორტის სახეობებში ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიური ლიცენზიები უკვე აქვთ მოპოვებული და ერთ-ერთი მათგანია ქართული ფარიკაობის იმედი სანდრო ბაზაძეც.

© FB/ Fencing-Federation-of-Georgiaსანდრო ბაზაძე გულშემატკივრებთან ერთად
სანდრო ბაზაძე: ზოგჯერ საჭიროა, მომავალ მეტოქეს შენი მაქსიმუმი არ დაანახო - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
სანდრო ბაზაძე გულშემატკივრებთან ერთად

სანდროს ოლიმპიური თამაშების გამოცდილება უკვე აქვს. მან 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა და პატარა ასაკში დაამტკიცა, რომ ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. დღეს კი ქართველი მოფარიკავე თავისი კარიერის რიგით მეორე ოლიმპიადისთვის ემზადება და გამარჯვებასაც გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ბაზაძეების ოჯახში სანდრო პირველი მოფარიკავე არ არის, ის საკმაოდ ცნობილი და წარმატებული მოფარიკავის მერაბ ბაზაძის შვილია, რომელიც დღეს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტია. ასევე ამ სპორტით არის დაკავებული სანდროს ძმა ბექა ბაზაძეც.

საკუთარ კარიერაზე, მიზნებსა და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ ისაუბრა.

© ს. ბაზაძის პირადი არქივისანდრო ბაზაძე
სანდრო ბაზაძე: ზოგჯერ საჭიროა, მომავალ მეტოქეს შენი მაქსიმუმი არ დაანახო - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
სანდრო ბაზაძე

- როგორ გაატარე პანდემიის პერიოდი, მაშინ როცა თითქმის ყველაფერი გაჩერებული იყო.

- პანდემიის პერიოდი ძალიან რთული იყო, რომელიც პირადად შემეხო. დაახლოებით ოთხი თვის წინ გადავიტანე ვირუსი, თუმცა შედარებით მსუბუქ ფორმებში. სისტემატიურად ვვარჯიშობდით, თუმცა დაახლოებით ერთი წელი ტურნირის გარეშე გავატარეთ. მოგვიანებით გადავლახეთ ეს სირთულეები და საბედნიეროდ ჩემპიონატებიც განახლდა. პანდემიის დროს ყველანაირად ვეცადე ჩემი მაქსიმალური ფორმისთვის მიმეღწია და ამაზე ახლაც ვმუშაობ. ხვალიდან საფრანგეთში მივემგზავრები შეკრებაზე და ბოლომდე დავიხარჯები, რათა ოლიმპიადისთვის სრულ მზადყოფნაში ვიყო.

© courtesy of International Fencing Federationმოფარიკავე სანდრო ბაზაძე
სანდრო ბაზაძე: ზოგჯერ საჭიროა, მომავალ მეტოქეს შენი მაქსიმუმი არ დაანახო - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
მოფარიკავე სანდრო ბაზაძე

- რატომ ფარიკაობა? ოჯახის ტრადიციები თუ პირადი ინტერესი სპორტის მიმართ.

- დიახ, ოჯახის გავლენა ნამდვილად იყო. ჩემი ძმა, მეგობრები, ნათესავები ბევრი ადამიანია ვის გამოც ამ სპორტით დავინტერესდი. 13-14 წლის ვიყავი, როდესაც ფარიკაობით დავკავდი, რაც სპორტული თვალსაზრისით ნამდვილად დაგვიანებულია. ბავშვობაში იყო პერიოდი, როდესაც პარალელურად ფეხბურთსა და ფარიკაობაზე დავდიოდი, თუმცა ფარიკაობა უფრო მომწონდა ჩემი თავიც ამ სპორტში მეტად დავინახე.

© FB / Fencing-Federation-of-Georgiaმოფარიკავე სანდრო ბაზაძე
სანდრო ბაზაძე: ზოგჯერ საჭიროა, მომავალ მეტოქეს შენი მაქსიმუმი არ დაანახო - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
მოფარიკავე სანდრო ბაზაძე

- ოლიმპიური ლიცენზია უკვე გქონდათ. მესამე ადგილი კარგი შედეგია, მაგრამ ხომ არ იყო მოტივაციის ნაკლებობა?

გეთანხმებით, ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად არ იყო აუცილებელი ამ ტურნირზე პირველი ადგილი დამეკავებინა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ ტურნირზე 250 სპორტსმენი გამოდიოდა და ჩემი აზრით ოლიმპიადამდე მოსამზადებელი ეტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მედალი მოვიპოვე. სიმართლე, გითხრათ, ჩემი თავისგან მაქსიმალურს არ მოველოდი. ასევე იყო ტაქტიკური სვლებიც, რათა მაქსიმალურად არ გამომეჩინა საკუთარი თავი ოლიმპიადამდე. ხანდახან საჭიროა, რომ შენი მაქსიმუმი მოწინააღმდეგეს არ დაანახო.

© photo: Sputnik / Denis Aslanovმოფარიკავე სანდრო ბაზაძე
სანდრო ბაზაძე: ზოგჯერ საჭიროა, მომავალ მეტოქეს შენი მაქსიმუმი არ დაანახო - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
მოფარიკავე სანდრო ბაზაძე

- ოლიმპიადამდე კიდევ რა ტურნირებია დაგეგმილი?

- სავარაუდოდ ჩატარდება მოსკოვის გრან პრი, თუმცა ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი. შემდეგ ივნისში იგეგმება ევროპის ჩემპიონატი, ეს თითქმის გადაწყვეტილია, რომელიც ოლიმპიადამდე ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი იქნება.

- გავიხსენოთ 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშები, სადაც პატარა ასაკში მშვენივრად იასპარეზეთ და რა იმედები გაქვთ უკვე ტოკიოს ოლიმპიადაზე?

- რიოს ოლიმპიურ თამაშებზე შედარებით გამოუცდელი ვიყავი. ყველაზე დიდი რანგის ტურნირია და ახალგაზრდა სპორტსმენისთვის ძალიან რთულია ემოციებთან გამკლავება. მიუხედავად ამისა, პატარა ბიჭმა მსოფლიოს პირველ ნომერთან დაძაბულ ორთაბრძოლაში მხოლოდ ერთი ქულით დავმარცხდი, ისიც გაფრთხილების შედეგად. ნამდვილად რთული და დრამატული მარცხი იყო ჩემთვის, რადგან ვგრძნობდი, რომ გამარჯვება შემეძლო. არ იყო მედალი, თუმცა ოლიმპიადაზე ასპარეზობამ საკუთარ ძალებში დამარწმუნა და მეტად მოტივირებული გამხადა. რაც შეეხება ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს, საკუთარი თავისგან მაქსიმალურ შედეგს ველი. მთავარია, რომ გამარჯვების იმედი მაქვს და საკუთარი თავის მჯერა.

© FB/ Fencing-Federation-of-Georgiaმოფარიკავე სანდრო ბაზაძე
სანდრო ბაზაძე: ზოგჯერ საჭიროა, მომავალ მეტოქეს შენი მაქსიმუმი არ დაანახო - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
მოფარიკავე სანდრო ბაზაძე

- ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი პროფესიონალური კარიერიდან...

- პირველი ოქრო, 20-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე რომელიც 2013 წელს მოვიპოვე. მაშინ ფარიკაობა პროფესიონალურ დონეზე დაახლოებით სამი წლის დაწყებული მქონდა. ეს ემოცია ჩემთვის დაუვიწყარია და ვფიქრობ რომ, ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო ჩემს სპორტულ კარიერაში.

- ფარიკაობის დონე საქართველოში...

- ჩემი კარიერის დასაწყისიდან დღემდე შევაფასებ და ვიტყვი, რომ ფარიკაობა საქართველოში ძალიან სწრაფად ვითარდება. მაშინ ნორმალური სავარჯიშო დარბაზიც არ გვქონდა, დღეს კი ძალიან ბევრი ბავშვი დადის ამ სპორტზე და ზოგადად ფარიკაობის პოპულარიზაციაც ხდება, რაც ძალიან მახარებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0