Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნატალია ქუთათელაძე შვილს ელოდება - ნანი ბრეგვაძე დიდი ბებია ხდება

© First Channel / Georgian Broadcasterნატალია ქუთათელაძე
ნატალია ქუთათელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
გამოწერა
ცნობილი ოჯახის შვილი - ნატალია ქუთათელაძე შვილს ელოდება. ნახეთ ვინ არის მისი შვილის მამა და როდის ელოდება მომღერალი ახალშობილს

მომღერალი ნატალია ქუთათელაძე სექტემბერში პირველად გახდება დედა. ინფორმაცია მისმა ასევე მომღერალმა დედამ ეკა მამალაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში გაამხილა. მომღერლის თქმით, ნატალიას ორსულობამ ოჯახი ძალიან გააბედნიერა.

ნატალია ქუთათელაძის მეუღლე აჩიკო ჯაფარიძეა. წყვილი ცალკე ცხოვრობს. წყვილი 2017 წელს საიდუმლოდ დაქორწინდა და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გაამხილეს, რომ ისინი ერთად ცხოვრობდნენ.

ნატალია ქუთათელაძე ცნობილი მომღერლის, ეკა მამალაძის ქალიშვილი და ლეგენდარული ნანი ბრეგვაძის შვილიშვილია. ოჯახური ტრადიციის მიუხედავად, ნატალიამ უარი თქვა ესტრადაზე და კლასიკური მუსიკა აირჩია. მან თბილისის კონსერვატორია დაამთავრა, შემდეგ კი ვოკალური ხელოვნების შესწავლა გააგრძელა აშშ-ში, სადაც ერთი წლის შემდეგ მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.

2020 წელს ნატალიამ საპრიზო ადგილი მოიპოვა ცნობილი ოპერის მომღერლის, ფრანსისკო ვინიასის სახელობის 57-ე საერთაშორისო ვოკალურ კონკურსზე, რომელიც ბარსელონაში ლისეოს დიდ თეატრში იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0