კიდევ ერთი მეწყრული ზონა თბილისში – ბაგები-წყნეთის გზაზე მოძრაობა იკრძალება

© FB / Tbilisi City Hallგზის მშენებლობა წყნეთში
გზის მშენებლობა წყნეთში - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
გამოწერა
მეწყრული ზონის გამო ბაგებსა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე გზის მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება აიკრძალება.

თბილისი, 25 მარტი - Sputnik. ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული ზონა გამოვლინდა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მეწყრული ზონა ვაშლიჯვრის მახლობლად - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
ნებისმიერ ვიბრაციას მეწყრის ჩამოსვლა შეიძლება მოყვეს - სპეციალისტი ვაშლიჯვრის საშიშ ზონაზე

უწყების ცნობით, მეწყრული ზონა ბაგებსა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში გამოვლინდა, რის გამოც პრევენციული ზომების მიღება გახდა საჭირო.

უსაფრთხოების მიზნით დღეს, 21:00 საათიდან 26 მარტის 08:00 საათამდე გზის აღნიშნულ მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

რამდენიმე დღის წინ მეწყრული ზონა გამოვლინდა თბილისში ვაშლიჯვრის დასახლებასთან მდებარე ფერდობზეც. თბილისის მერიამ 15 მარტს გაავრცელა განცხადება, რომ გასული წლების განმავლობაში მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა და, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0