სამი მარტივი წესი 12 სახის კიბოს თავიდან ასაცილებლად: დადგენილია მეცნიერულად

© photo: Sputnik / Alexey Sukhorukov / გადასვლა მედიაბანკშიპაციენტი კიბოს გამოკვლევაზე
პაციენტი კიბოს გამოკვლევაზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
გამოწერა
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ონკოლოგიური დაავადების 20% არასწორ კვებაზე მოდის, 40% – მოწევაზე, ხოლო კიდევ 20%-მდე — ინფექციებზე

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ონკოლოგიური დაავადებების განვითრების რისკი შეიძლება სამი მარტივი წესის დაცვით შემცირდეს, წერს გამოცემა Express–ი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით.

ექიმი უყურებს რენტგენის სურათს - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
პროსტატის კიბო: როგორ ამოვიცნოთ ადრეულ ეტაპზე – განსხვავებული ნიშნები

მედიკოსების თქმით, პირველ რიგში აუცილებელი ჯანსაღი წონის შენარჩუნება, რაც კიბოს 12 სახეობისგან იცავს ადამიანს. ესენია: ნაწლავების, ძუძუს, ნაღვლის ბუშტის, თირკმლის, ღვიძლის, პირის, საყლაპავის, საკვერცხეების, კუჭქვეშა ჯირკვლის, პროსტატის, კუჭისა და საშვილოსნოს ონკოდაავადებები.

მეორე, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს კიბოს პროფილაქტიკისთვის — ეს რეგულარული ფიზიკური აქტივობაა.

სპეციალისტების თქმით, ამასთან აუცილებელია ჯანსაღი კვებაც. კერძოდ, რაციონში აუცილებლად უნდა იყოს მეტი ხილ–ბოსტნეული, მარცვლოვნები და პარკოსნები, უნდა შეიზღუდოს წითელი ხორცი, ტკბილი გაზირებული წყლები და განსაკუთრებით ალკოჰოლი.

როგორ გამოვავლინოთ მსხვილი და სწორი ნაწლავების კიბო ადრეულ სტადიაზე - საეჭვო სიმპტომები>>

მანამდე ცნობილმა ექიმმა ალექსანდრ მიასნიკოვმა კიბოს წარმოშობის ძირითად მიზეზები დაასახელა და განმარტა, რომ ონკოლოგიური დაავადების 20% არასწორ კვებაზე მოდის, 40% – მოწევაზე, ხოლო კიდევ 20%-მდე — ინფექციურ დაავადებებზე.

ყველა ახალი ამბავი
0