ტოჩინოშინმა წაგებების სერიის შემდეგ მოგება იზეიმა

© AFP 2024 / BEHROUZ MEHRIტოჩინოშინი
ტოჩინოშინი - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
გამოწერა
ახლა ტიოტაირიუსთან მოგების შემდეგ ტოჩინოშინმა ცოტათი გაიუმჯობესა საკუთარი ბალანსი - მას ოთხი გამარჯვება და შვიდი წაგება აქვს

თბილისი, 23 მარტი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში გაზაფხულის ჰარუ ბაშოზე მეოთხე მოგება მოიპოვა და წაგებების სერია დაასრულა.

მე-11 საშეჯიბრო დღეს აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირას რანგში მოასპარეზე ტოჩინოშინმა აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ტიოტაირიუ შებოჭა. ეს სპორტსმენების პირველი პირადი დაპირისპირება იყო.

ახლა ტიოტაირიუსთან მოგების შემდეგ ტოჩინოშინმა ცოტათი გაიუმჯობესა საკუთარი ბალანსი - მას ოთხი გამარჯვება და შვიდი წაგება აქვს. ტურნირის დადებითი ბალანსით დასრულებისთვის ქართველმა სუმოისტმა დარჩენილი ოთხივე შერკინება უნდა მოიგოს.

ქართველი გოლიათის მომდევნო მეტოქე გახდება აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა - ტაკარაფუძი. სუმოისტები ერთმანეთს 21-ჯერ შეხვდნენ და ჯერჯერობით მცირე უპირატესობა ტოჩინოშინის მხარესაა - 12:9.

აღსანიშნავია, რომ ტაკარაფუძი ამჟამინდელი გაზაფხულის ბაშოს ერთპიროვნული ლიდერია. იაპონელ სუმოისტს 11 შეხვედრიდან ცხრა გამარჯვება და ორი წაგება აქვს.

ჰარუ ბაშო 28 მარტამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0