Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მარიტას დედა ჩემზე ოთხი წლით დიდია და სიდედრად ვერ აღვიქვამ...“ – გიორგი გასვიანი

© Facebook / Marita Melikishviliმარიტა მელიქიშვილი და გიორგი გასვიანი
მარიტა მელიქიშვილი და გიორგი გასვიანი - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
გამოწერა
გიორგი გასვიანმა მეუღლის ოჯახთან დაკავშირებით ისაუბრა. აღმოჩნდა, რომ გიორგის მარიტას დედასთან და ბებიასთან არაჩვეულერივი ურთიერთობა აქვს.

მსახიობმა გიორგი გასვიანმა, რომელიც რამდენიმე თვეა მარიტა მელიქიშვილზე დაქორწინდა, გადაცემაში „სიკეთე მარტივია“ მეუღლის ოჯახის წევრებზე ისაუბრა. გიორგის თქმით, არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს მათთან და იმის გამო, რომ მარიტას დედა მასზე მხოლოდ ოთხი წლით დიდია, სიდედრად ვერ აღიქვამს.

მსახიობის თქმით, მარიტას დედა მისთვის მეგობარივითაა, ხოლო ბებიას უფრო აღიქვამს სიდედრად, რადგან დედამისის ტოლია. ცოტა ხნის წინ მარიტა 19 წლის გახდა. წყვილს შორის 16-წლიანი სხვაობაა, თუმცა, როგორც თავად ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეს, ამის გამო პრობლემა არ შექმნიათ.

მსა­ხი­ობი და ტე­ლე­წამ­ყვანი გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნი და მისი რჩეული მარიტა მელიქიშვილი მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან. შეიძლება ითქვას, რომ მათ ერთად გამოჩენისთანავე დაიპყრეს ადამიანების გულები და ამიტომაც უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ. ამბობენ, რომ წყვილი უზომოდ უხდება ერთმანეთს და გიორგის არჩევანს უწონებენ.

ფაქტია, რომ წყვილი ერთმანეთზე ყურებამდეა შეყვარებული. ტელეწამყვანმა და მსახიობმა გიორგი გასვიანმა და მისმა რჩეულმა მარიტა მელიქიშვილმა ჯვარი ახლახან, 23 იანვარს დაიწერეს და ქორწილიც გადაიხადეს, რომელსაც ქართული ბომონდის თითქმის მთელი შემადგენლობა ესწრებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0