დედაქალაქის მერმა თსუ-ს მაღლივ კორპუსთან დამაკავშირებელი საბაგიროზე ისაუბრა

© photo: press-service of the Tbilisi City Hall / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
გამოწერა
ბაგების მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღლივ კორპუსთან დამაკავშირებელ საბაგიროს, რომელიც რამდენიმე ათეული წელია არსებობს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
დედაქალაქის მერმა თსუ-ს მაღლივ კორპუსთან დამაკავშირებელ საბაგიროზე ისაუბრა
„სამუშაოები ეკონომიკის სამინისტრომ განახორციელა. ეს არის 320 მეტრი სიგრძის საბაგირო გზა და იგი ახლა გადმოეცემა თბილისის მერიას. პარალელურად, მიმდინარეობს ტექნიკური შემოწმება, უსაფრთხოების სისტემების გამართვა, სარევიზიო სამუშაოები. ამ სამუშაოების დასრულების შემდგომ, 20 აპრილიდან საბაგირო ამუშავდება და მსურველებს მოემსახურება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, საბაგიროს მეშვეობით "მაღლივი-ბაგების" მიმართულებით გადაადგილებას დაახლოებით, 3 წუთი დასჭირდება.

ყველა ახალი ამბავი
0