გუდამაყარში მეწყერი ჩამოწვა: გეოლოგები მეწყრულ პროცესებს ადგილზე სწავლობენ

© photo: Sputnikმეწყერი
მეწყერი - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
გამოწერა
სპეციალისტები ცდილობენ დაადგინონ, რა გახდა მიწის ჩამოშლის მიზეზი და არსებობს თუ არა ისევ სტიქიის განმეორების საფრთხე.

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები ოშპიტელი–გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე განვითარებულ მეწყრულ პროცესებს ადგილზე სწავლობენ, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფასანაური - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
უამინდობის გამო გუდაურს, ფასანაურსა და მიმდებარე სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება

გუშინ, 23 მარტს გუდამაყრის ხეობაზე გამავალ საავტომობილო გზაზე, ე.წ. ოშპიტლის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესი გააქტიურდა, რასაც ხელი შეუწყო ბოლო დღეებში ხეობაში მოსულმა უხვმა ნალექმა. სტიქიის შედეგად ჩამოიშალა კლდოვანი მასა და ოშპიტელი–გუდამაყრის გზა ჩაიხერგა. ამ დრომდე დუშეთის მუნიციპალიტეტის 22 სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.

უწყების ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა სიტუაციის შეფასების მიზნით სამიზნე არეალის პირველადი კვლევები განახორციელეს და შესაბამისი რეკომენდაციები გასცეს. კერძოდ, ჩატარდება დამცავი ღონისძიებები – გაიწმინდება გზა, ფერდობზე არსებულ ერთეულ ლოდებს ჩამოშლიან და შემდეგ მოეწყობა ფერდობის დამცავი ლითონის მავთულბადე.

ყველა ახალი ამბავი
0