თბილისი, 24 მარტი – Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელთან მდინარე მტკვრის ადიდების შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე ჩარჩენილი მწყემსების გამოსაყვანად მაშველები მუშაობენ, იუწყება „პირველი არხი“.
სოფელ ქვახვრელთან გაჩენილ კუნძულზე დარჩენილია ექვსი მწყემსი, თხები და საქონელი. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფი შესაბამისი აღჭურვილობით.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მწყემსების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.