ტოჩინოშინი ფორმაში არაა - ქართველ სუმოისტს ზედიზედ მეხუთე წაგება დაუფიქსირდა

© AFP 2024 / BRENDAN SMIALOWSKIტოჩინოშინი
ტოჩინოშინი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
გამოწერა
მომდევნო შეხვედრას ტოჩინოშინი გამართავს აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ტიოტაირიუს წინააღმდეგ - მეტოქეები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან

თბილისი, 23 მარტი – Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი აგრძელებს წარუმატებელი გამოსვლების სერიას ტოკიოში მიმდინარე გაზაფხულის ჰარუ ბაშოზე.

ტურნირის მე-10 დღეს ტოჩინოშინმა ზედიზედ მეხუთე შეხვედრა წააგო (ტურნირზე მეშვიდე). აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა აკისეიამასთან გამართულ ბრძოლაში ქართველი სუმოისტი გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ ამისათვის მას სულ მცირედი დააკლდა.

ამ წაგების შედეგად ტოჩინოშინმა კიდევ გაიუარესა თავისი ბალანსი – სამი მოგება და შვიდი წაგება. დადებითი ბალანსის დასაბრუნებლად ქართველმა სუმოისტმა დარჩენილი ხუთივე შერკინება უნდა მოიგოს, რაც უკვე ძალიან საეჭვოა.

მომდევნო შეხვედრას ტოჩინოშინი გამართავს აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ტიოტაირიუს წინააღმდეგ - მეტოქეები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან.

ამჟამინდელი გაზაფხულის ბაშოს ერთპიროვნული ლიდერი აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა ტაკარაფუძია. იაპონელ სუმოისტს ცხრა შეხვედრიდან რვა გამარჯვება და ერთი წაგება აქვს.

ჰარუ ბაშო 28 მარტამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0