ტიკარაძე: პენიტენციური დაწესებულების ექთანს ტესტი ვაქცინაციამდე ჰქონდა ჩატარებული

© AP Photo / PIERRE-PHILIPPE MARCOUლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ექთანს ვაქცინაციამდე კორონავირუსზე ტესტი გაუკეთდა, თუმცა პასუხი უარყოფითი იყო.

თბილისი, 23 მარტი - Sputnik. პენიტენციური დაწესებულების ექთანს კორონავირუსზე ტესტი ვაქცინაციამდე ჰქონდა ჩატარებული, თუმცა, პასუხი აცრის შემდეგ გახდა ცნობილი, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, N5 სასჯელაღსრულების დაწესებულების ექთანს AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ კორონავირუსი გამოუვლინდა. ექთანი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას დაავადებისთვის დამახასიათებელი საერთო სისუსტე აღენიშნება. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
სასჯელაღსრულების დაწესებულის ექთანს კორონავირუსი ვაქცინის გაკეთების შემდეგ დაუდასტურდა

ტიკარაძის განმარტებით, რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ ვაქცინაციამდე ტესტის ჩატარება სავალდებულოა, ქვეყანას ჯერ არ გააჩნია და მედპერსონალი ჯანმოს მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით მოქმედებს.

„აღნიშნულ მედდას ტესტი ჩატარებული ჰქონდა ვაქცინაციამდე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას კოვიდინფექცია ჰქონდა ვაქცინაციამდე. მას გაკეთებული ჰქონდა PCR-ტესტი და უბრალოდ, პასუხი ორი დღის დაგვიანებით მოვიდა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

პენიტენციური სამსახურის განმარტებით,  სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, N5 დაწესებულების ექთანს აცრამდე  ჯერ PCR-ტესტი, შემდეგ კი სწრაფი ტესტი გაუკეთდა და უარყოფითი პასუხების მიღების შემდეგ, აცრა ჩაუტარდა.

პენიტენციურ დაწესებულებებში PCR–ტესტირება გასული წლის 31 დეკემბრიდან დაიწყო. ამ ეტაპზე თითქმით 23 ათასი ტესტია ჩატარებული. საქართველოს ციხეებში პირველ ეტაპზე მთლიანობაში ინფიცირების 194 შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca–ს ვაქცინით ხორციელდება. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთ ვაქცინას – Pfizerს ელოდებიან. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ვაქცინებს შორის არჩევანი თავად გააკეთონ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0