საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, 42 წლის სოფიკო შევარდნაძე ბიჭის დედა გახდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
Софико Шеварднадзе родила мальчика. Имя АндрИя.
— Алексей Венедиктов (@aavst) March 23, 2021
3,3 кг 52 см
გამოცემის ინფორმაციით, ბავშვი 3.3 კილოგრამი და 52 სანტიმეტრი დაიბადა და მას ანდრია დაარქვეს.
View this post on Instagram
View this post on Instagram
ცნობილ ტელეწამყვანს პირადი ცხოვრების აფიშირება არ უყვარს, ამიტომ სხვა დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ამის შესახებ მას ჯერ თავის „ინსტაგრამზეც“ არ დაუწერია.
View this post on Instagram
ერთ-ერთ ინტერვიუში ტელეწამყვანმა აღიარა, რომ უჭირს მისთვის შესაფერისი მეორე ნახევრის მოძებნა, როდესაც თვალწინ ჰყავს ორი ისეთი იდეალური მამაკაცი, როგორებიც ბაბუამისი და მამამისი არიან.
სოფიკო 21 წლის იყო, როცა დაგეგმილი ქორწილი ჩაშალა და დღემდე არ დაქორწინებულა. ნიუ-იორკში ჟურნალისტმა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი გაიცნო, მან რჩეული საკუთარ ბაბუასაც კი გააცნო და გამოაცხადა ქორწინების შესახებ, თუმცა ქორწილამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მიხვდა, რომ არ სურდა, მთელი ცხოვრება იმ ადამიანთან ერთად გაეტარებინა.