მზადება არასრული შემადგენლობით - საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ვარჯიში დაიწყო

© photo: Georgian Football Federationსანიოლმა პირველი ვარჯიში ჩაატარა
სანიოლმა პირველი ვარჯიში ჩაატარა - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
გამოწერა
ქართველმა ფეხბურთელებმა შვედეთთან გასამართი მატჩისთვის ვარჯიში რამდენიმე ლეგიონერის გარეშე დაიწყეს. ჩვენი გუნდი დღეს თბილისში კიდევ ერთხელ ივარჯიშებს, შემდეგ კი შვედეთში გაემგზავრება.

თბილისი, 23 მარტი - Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება დაიწყო. იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

ფეხბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
გაირკვა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების შემადგენლობა – სიაში რამდენიმე დებიუტანტია

ნაკრებმა მზადების პირველ დღეს საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე ვარჯიში არასრული შემადგენლობით ჩაატარა, რომელშიც 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ეროვნული ნაკრების რამდენიმე ლეგიონერი გუნდს დღეს შეუერთდება. მათ შორის არიან გიორგი ლორია, გიორგი ქვილითაია, გურამ გიორბელიძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ლევან შენგელია, ოთარ კაკაბაძე, დავით ხოჭოლავა და ვაკო გვილია. აღსანიშნავია, რომ ვაკო გვილიამ გუნდში თორნიკე ოქრიაშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც საკუთარ კლუბში ტრავმა მიიღო.

ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სანაკრებო მატჩებისთვის 25 კაციანი შემადგენლობა გასულ კვირას დაასახელა.

  • მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო)
  • მცველები: გურამ კაშია („ლოკომოტივი“, თბილისი), ოთარ კაკაბაძე („ტენერიფე“, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა („არსენალი“, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე („უფა“, რუსეთი), ლაშა დვალი („ფერენცვაროში“, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე („ვოლფსბერგერი“, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო).
  • ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („ვალენსიენი“, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია („კარტახენა“, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე („ანკარაგუჯუ“, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი („ესბიერგი“, დანია), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია („რუბინი“, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია („ლეგია“, ვარშავა, პოლონეთი), ლევან შენგელია („კონიასპორი“, კონია, თურქეთი)
  • თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე („სერენი“, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე („უიპეშტი“, ბუდაპეშტი, უნგრეთი).

საქართველო–ესპანეთის საფეხბურთო მატჩს გულშემატკივარი დაესწრება>>

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს თბილისში კიდევ ერთ ვარჯიშს გამართავს, მოგვიანებით კი ვილი სანიოლის გუნდი სტოკჰოლმში გაემგზავრება. საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე, სტუმრად შვედეთის წინააღმდეგ გამართავს.

ყველა ახალი ამბავი
0