თბილისი, 23 მარტი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.
რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისათვის ხუთ კოვიდ–კლინიკაში 84-მდე ადამიანი მკურნალობს, აქედან რვა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 34 კოვიდ-პაციენტი გადის – ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 21 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ორი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ცხრა პაციენტი მკურნალობს, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში ექვსი პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 14 პაციენტი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 528-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 278.178-ს მიაღწია.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ნიკა ლატარია