ევროპული საბჭოს წარმომადგენელი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად საქართველოში დაბრუნდება

© photo : press-service of the President of Georgiaევროპული საბჭოს წარმომადგენელი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად საქართველოში დაბრუნდება
ევროპული საბჭოს წარმომადგენელი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად საქართველოში დაბრუნდება - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
გამოწერა
დროა, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები, განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა

თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ამ კვირის ბოლოს დაბრუნდება საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგში შუამავლობის გასაგრძელებლად, დაწერა მიშელმა თავის Facebook-ზე.

„მე უკვე შევაფასე ჩვენი სპეციალური წარმომადგენენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიღწეული პროგრესი საქართველოში.  დროა შედგეს საჭირო კომპრომისები საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. კრისტიან დანიელსონი ამ კვირის ბოლოს დაბრუნდება საქართველოში, რათა გააგრძელოს შუამავლობა ყველა მონაწილე მხარესთან.“, - წერს მიშელი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. შარლ მიშელმა მას მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ოპოზიციას შორის შუამავლობა დაავალა.

დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა, წასვლის წინ კი გამართა სამმხრივი შეხვედრა, მაგრამ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა - ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს, ხელისუფლება კი არ თანხმდება.

გამგზავრების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები იქნებიან მზად კომპრომისისთვის, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0