ფერდობის ჩამოშლის გამო გუდამაყრის 22-ვე სოფელი გარე სამყაროს მოწყდა

© photo: Sputnik / Stringerკლდის ჩამოშლა გზაზე
კლდის ჩამოშლა გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
გამოწერა
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა კვლავ არსებობს კლდოვანი ფერდობის ჩამოშლის საშიშროება, ამიტომ გაწმენდითი სამუშაოები ამ ეტაპზე არ დაწყებულა.

თბილისი, 23 მარტი – Sputnik. დუშეთში, გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოშპიტელი-გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე უხვი ნალექის გამო კლდოვანი ფერდობი ჩამოიშალა, იუწყება დუშეთის მუნიციპალიტეტი.

გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი 22 სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა კვლავ არსებობს კლდოვანი ფერდობის ჩამოშლის საშიშროება, ამიტომ გაწმენდითი სამუშაოები ამ ეტაპზე არ დაწყებულა.

მუნიციპალიტეტმა შესაბამისი რეკომენდაციებისთვის მიმართა საინჟინრო გეოლოგიური კვლევისა და რისკების შეფასების სააგენტოს, ასევე, სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ და საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს.

უწყებაში განმარტავენ, რომ გაწმენდითი სამუშაოები შესაბამისი სპეციალისტების მიერ საკითხის შესწავლის და რეკომენდაციების გაცემის შემდგომ დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0