https://sputnik-georgia.com/20210323/eqvs-qalaqSi-axali-avtobusebi-imoZraveben-251242724.html
საქართველოს ექვს ქალაქში ახალი ავტობუსები იმოძრავებენ
საქართველოს ექვს ქალაქში ახალი ავტობუსები იმოძრავებენ
Sputnik საქართველო
თანამედროვე კომფორტული ავტობუსები, რომლებიც ფოთში, ზუგდიდში, თელავში, გორში, რუსთავსა და ქუთაისში იმოძრავებენ, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე... 23.03.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-03-23T10:36+0400
2021-03-23T10:36+0400
2021-10-19T17:52+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/16/251239781_67:0:1983:1078_1920x0_80_0_0_ef02f8d512c03dc04fef1a3bfc96e56e.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/16/251239781_306:0:1743:1078_1920x0_80_0_0_a38f0eb987a6418b8425766d04a46b0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ეკონომიკა, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველო
საზოგადოება, ეკონომიკა, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველო
საქართველოს ექვს ქალაქში ახალი ავტობუსები იმოძრავებენ
10:36 23.03.2021 (განახლებულია: 17:52 19.10.2021) თანამედროვე კომფორტული ავტობუსები, რომლებიც ფოთში, ზუგდიდში, თელავში, გორში, რუსთავსა და ქუთაისში იმოძრავებენ, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. საქართველოს ექვს ქალაქში 175 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი ავტობუსი იმოძრავებს, იუწყება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.
საქალაქო ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრომ მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად ექვსი ქალაქისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეიძინა. ფოთსა და თელავში იმოძრავებს 10–10 ავტობუსი, გორში – 30, ზუგდიდში – 25, რუსთავში 40, ხოლო ქუთაისში – 60.
ამ ქალაქებში იმოძრავებს 8,5 მეტრი სიგრძის 117 ავტობუსი და 10 მეტრი სიგრძის 58 ავტობუსი. ყველა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის.
პროგრამა დაფინანსებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ. კონტრაქტის საერთო ღირებულებაა 18,7 მლნ ევრო.