ცაგერში მეწყრის ჩამოწოლის გამო 10 ოჯახი გარე სამყაროს მოწყდა

მეწყერი  - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
გამოწერა
აქტიური მეწყრული პროცესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე შეუძლებელია არსებული გზის გაწმენდა და აღდგენითი სამუშაოების დაწყება.

თბილისი, 23 მარტი - Sputnik. ცაგერის მუნიციპალიტეტში ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, იუწყება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია.

ხანგრძლივი, გადაუღებელი წვიმის გამო გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა ჩამოშალა დიდი მოცულობის მასა, რამაც დააზიანა საავტომობილო გზა და 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა.

აქტიური მეწყრული პროცესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე შეუძლებელია არსებული გზის გაწმენდა და აღდგენითი სამუშაოების დაწყება.

სტიქიის ზონაში, სადაც მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური, იმყოფებოდა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელთან ქრისტინე კობახიძესთან, პირველ მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან და მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ უგრეხელიძესთან ერთად.

სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე შეხვდა სოფლის ადგილობრივ მოსახლეობას, გაეცნო მათ საჭიროებებს და დაიგეგმა ალტერნატიული გზის გახსნა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება, რათა მოსახლეობას არ შეექმნას გადაადგილების პრობლემა, აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

საქართველოში ამინდი საგრძნობლად გაუარესდა. გადაუღებელი წვიმების შედეგად დღეს მეწყერი ჩამოწვა ასევე გუდამაყრის ხეობაში, სადაც გარე სამყაროს 22 სოფელი მოწყდა.

ყველა ახალი ამბავი
0