ზემო ლარსი დღეს: საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მოძრაობა შეზღუდულია

© photo: Sputnik / Stringerგზა ლარსისკენ. ტრაილერების რიგი
გზა ლარსისკენ. ტრაილერების რიგი - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
გამოწერა
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვა გუდაური-კობის მონაკვეთზე მოქმედებს.

თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ქარბუქი - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
წვიმა, თოვლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი გაუარესდება

გზის ამ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის(ფოსტა), გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუჩერებლად განხორციელდება.

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტი მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით იმოძრავებს.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

ყველა ახალი ამბავი
0