ტრენინგები და კინოდისტრიბუცია: პროექტების თანადაფინანსებაზე განაცხადების მიღება დაიწყო

© photo: Sputnikტელეკამერა
ტელეკამერა - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
გამოწერა
კინოგადაღება არაა, მაგრამ ესეც საქმეა – კინოცენტრი კინოხელოვნებასთან დაახლოებული სფეროს პროექტების თანადაფინანსების კონკურსს აცხადებს.

თბილისი, 22 მარტი – Sputnik. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იწყებს განაცხადების მიღებას კინოპროექტების (წარმოების გარდა) თანადაფინანსებაზე, ნათქვამია უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ბერლინალე - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
„სასიამოვნოდ სევდიანი" – როგორ შეაფასეს ქართული ფილმი ბერლინალეზე

კონკურსის პრიორიტეტებია:

  • განათლება და კვალიფიკაციის ამაღლება (ტრენინგები, მასტერ-კლასები, ვორქშოპები, ლექციები);
  • კინოდისტრიბუცია (რეგიონებში კინოთეატრებისა და კინოსივრცეების ამოქმედების კონცეფციების შექმნა, სადისტრიბუციო კომპანიების დაარსების წახალისება, კინოკვირეულების, შემოქმედებითი და საიუბილეო საღამოების ჩატარება, რეგიონული კინოკლუბების მხარდაჭერა, ვებ-პლატფორმის შექმნა);
  • კინოლიტერატურის გამოცემა (ბეჭდვის გარდა) – მონოგრაფიები, ალბომები, სახელმძღვანელოები, მემუარები.

აღნიშნულია, რომ პროექტები უნდა ხორციელდებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ კინოცენტრი განიხილავს ისეთ საერთაშორისო პროექტებსაც, რომელთა განხორციელება მთლიანად ან ნაწილობრივ იგეგმება საქართველოში.

განაცხადის შეტანა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.

„საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია, მოითხოვოს შეხვედრა განმცხადებელთან ან დამატებითი საბუთების წარმოდგენა. პროექტის განაცხადში მითითებული უნდა იყოს პროექტის დეტალური ბიუჯეტი. ეროვნული კინოცენტრი განიხილავს მხოლოდ ისეთ პროექტებს, რომლებსაც აქვთ დაფინანსების სხვა წყაროც“, – ნათქვამია განცხადებაში.

პროექტის რეგისტრაციაზე შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის ფორმა, ასევე ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@gnfc.ge. განაცხადების (თანდართული ფორმით) მიღების საბოლოო ვადაა 2021 წლის 29 აპრილი. ეროვნული კინოცენტრი წარმოდგენილ პროექტებს განიხილავს არაუგვიანეს 14 მაისისა. გადაწყვეტილება წერილობით ეცნობება პროექტების ავტორებს.

ყველა ახალი ამბავი
0