რატი დურგლიშვილი ქართულ შოუბიზნესში ყოველთვის სიმპათიურ მამაკაცად მიიჩნეოდა, ის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სასიძოდ რჩება. მას და მაკა ზამბახიძეს წყვილად აღიქვამდნენ მანამ, სანამ დუეტი „ჯორჯია“ და, შესაბამისად, საზოგადოების ილუზიები არ დაიმსხვრა. მაკა ზამბახიძე მესამედ დაოჯახდა, რატი კი დღემდე მეორე ნახევარს ეძებს. წლების წინ სასურველმა სასიძომ სამსართულიანი სახლი საკუთარი ხელებით მოაწყო, თუმცა აპარტამენტების კედლებში კვლავ მარტოა. მიუხედავად ამისა, რატი კარიერულ წინსვლას არ წყვეტს. მომღერალი ამერიკაში გამგზავრების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.
View this post on Instagram
უახლეს ფოტოებზე შემსრულებელი პიკანტურად გამოიყურება. მან მორიგი ფოტოსესია თბილისის ცენტრში მოაწყო, რომელზეც შეუდარებლად გამოიყურება. ფოტოსესიის პროცესი მან ოფიციალურ გვერდზე განათავსა. რატის ფოტოების კომენტარებში ქალბატონები დომინირებენ და ერთხმად თანხმდებიან, რომ არტისტი წვერის გარეშეც ფანტასტიკურად გამოიყურება.
რატი დურგლიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში პირად ცხოვრებაზე ვრცლად ისაუბრა. მან განსაკუთრებული აქცენტები საკუთარ ქმედებებზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი კეთილი განწყობით ბევრმა ისარგებლა, ხოლო სამი ურთიერთობა დაენგრა. ეს თემა მან გადაცემა „შორენას ეფექტში“ საჯაროდ განიხილა. „პარტნიორების მიმართ ყოველთვის ძალიან ერთგული ვიყავი, ხშირად მორჩილიც. პარტნიორს თუ ვენდობი და მიყვარს, შემიძლია ისეთი არეალი შევუქმნა, რომ ის იყოს დომინანტი. მე ამით უბრალოდ ბედნიერი ვარ... ჩემგან პარტნიორისადმი ამ კომფორტმა, სწორედ ამ დამოკიდებულებამ დაღუპა სამი ურთიერთობა“, – ჰყვება რატი.
View this post on Instagram
რატი დურგლიშვილმა პანდემიის პირობებში ფერმერობა დაიწყო. მან ამის ამსახველი სურათები საკუთარ გვერდზე განათავსა. ეს კეთილი საქმე ბევრმა თაყვანისმცემელმა მოიწონა. პოსტის კომენტარებში კი საკუთარ რეცეპტებსა და მიწაზე მუშაობის გამოცდილებას უზიარებენ. თვითიზოლაციის პირობებში რატი შეუდარებლად გამოიყურება. ამაში თავადაც დარწმუნდებით. მიუხედავად იმისა, რომ სოლო-კარიერა დროებით შეჩერებული აქვს, ის სახლის პირობებში განაგრძობს შემოქმედების განვითარებას. წლების წინ, როდესაც დუეტმა „ჯორჯიამ“ „ახალ ტალღაზე“ გაიმარჯვა, ბევრი რატისა და მაკა ზამბახიძის რომანზე ალაპარაკდა, მაგრამ ჭორი ჭორადვე დარჩა. რატი დღემდე არ დაოჯახებულა.