რას ამბობს მანდატურის სამსახური ლაგოდეხში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

© photo: Sputnik / Alexey Malgavko / გადასვლა მედიაბანკშიბავშვები ქუჩაში
ბავშვები ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
გამოწერა
ლაგოდეხის ერთ-ერთი სკოლის მე-6 კლასელებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში გამოეხმაურნენ.

თბილისი, 22 მარტი – Sputnik. ლაგოდეხში მე-6 კლასის მოსწავლეების ფიზიკური დაპირისპირებისა და ბულინგის ფაქტს ადგილი არც სასკოლო სივრცეში და არც სკოლის ტერიტორიაზე არ ჰქონია, ნათქვამია სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2021
გურჯაანის სასამართლომ ქალს მოზარდების დაჩოქებისათვის გირაო შეუფარდა

2020 წლის 4 ნოემბერს სკოლის მოსწავლეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტის გამო მე-6 კლასის მოსწავლეებმა თანაკლასელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე აიძულეს დაეჩოქა და თანაკლასელებისთვის ბოდიში მოეხადა. აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა ამ ბავშვის ოჯახის წევრებისთვის, რის გამოც 8 ნოემბერს ბავშვის ბებიამ ანალოგიური მეთოდით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით დააჩოქა მუხლებზე მისი შვილიშვილის კლასელები და მისთვის ბოდიში მოახდევინა.

„საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული ძალადობის/ბულინგის ფაქტთან დაკავშირებით გვსურს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ინციდენტში მონაწილე პირებთან დაკავშირებით რაიმე სახის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია სასკოლო სივრცეში, სკოლის ტერიტორიაზე, სადაც მანდატურის სამსახურის კომპეტენცია ვრცელდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ამის მიუხედავად, როგორც კი მანდატურისთვის ცნობილი გახდა, რომ არასრულწლოვნების მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობის/ბულინგის ფაქტს, მან მყისიერი რეაგირება მოახდინა და ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა. ამასთან, განხორციელდა შემთხვევის რეფერირება მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში.

სკოლაში - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
დააჩოქა და ბოდიში მოახდევინა: რა მოხდა ლაგოდეხის ერთ-ერთ სკოლაში

მანდატურის სამსახურის ცნობით, ინციდენტში მონაწილე, ბრალდებული ქალბატონის მხრიდან დაუსაბუთებელი თავდასხმა მანდატურზე, სავარაუდოდ, იმ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ პოლიციაში შეტყობინება სწორედ მანდატურმა მოახდინა, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ლაგოდეხში მცხოვრებ ქალს, რომელმაც მისი შვილიშვილის თანაკლასელები მუხლებზე დააჩოქა და ბოდიში მოახდევინა, აღკვეთის ღონისძიებად 4 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ორივე ეპიზოდში მონაწილე არასრულწლოვნების მიმართ დანიშნულია ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის და სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება.

ყველა ახალი ამბავი
0