მოდელმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა და ნიკოლოზ ნაყოფიამ კახეთში, ალავერდის მონასტერში დაიწერეს ჯვარი. ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დაწესებული მკაცრი რეგულაციების გამო ჯვრისწერას სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა.
View this post on Instagram
„მხოლოდ ჯვრისწერა რეგულაციების სრული გათვალისწინებით. არანაირი ქორწილი, ვახშამი მხოლოდ ოჯახის წევრებთან”, – დაწერა ნანუკა გოგიჩაიშვილმა. წყვილისთვის მნიშვნელოვანი დღის ამსახველი ფოტოები მოდელმა და მისმა დამ სოციალურ ქსელ Instagram-ზე ატვირთეს. ნანუკა პირად ცხოვრებაზე საუბარს თავს არიდებს, თუმცა საზოგადოების წინაშე თავი ვალდებულად ჩათვალა ეს დეტალები აღენიშნა.
View this post on Instagram
ნანუკა გოგიჩაიშვილისა და ნიკა ნაყოფიას შორის ურთიერთობაზე მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც ნიკამ მომავალ მეუღლეს Instagram-ზე საჯაროდ მიულოცა დაბადების დღე – გამოაქვეყნა ვიდეო წარწერით: „გილოცავ ნანუკა! შენ ჩემთვის ხელოვნების საყვარელი ნიმუში ხარ“.
View this post on Instagram
ბოლო წლებია მოდელი ხატავს და ჩიკაგოში გამოფენებსაც მართავს. მიუხედავად იმისა, რომ ნანუკა გოგიჩაიშვილი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავდა, კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ მათ წყვილზე. ბოლოს კი ნანუკამ Instagram-ის „სთორიში“ გამოაქვეყნა ხელის თხოვნის ვიდეო და ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ ის მალე მილიონერ კობა ნაყოფიას ვაჟზე დაქორწინდებოდა.
View this post on Instagram
მიუხედავად დამალული სიყვარულისა, მან თაყვანისმცემლებთან გულახდილობა მოისურვა და დუმილი დაარღვია. „პირადი ისტორიების გაზიარებით არ გამოვირჩევი, თუმცა დღეს ჩვენი 39-ე 19 რიცხვია… გაცნობის პირველი დღიდან დღემდე ყოველ თვე ჩვენს საოცარ რიცხვს აღვნიშნავთ, აქ ყვავილზე, რომელიც უდავოდ ულამაზესია, არ არის საუბარი...“ – წერს უახლეს პოსტზე ნანუკა.
View this post on Instagram
ამავე სიტყვებში მან მილიონერი მეუღლის მიმართ გრძნობები ჩააქსოვა და აღნიშნა, რომ ორი ადამიანის ურთიერთობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ურთიერთგაგებაა. „აქ ურთიერთობაზეა, როცა ორ ოდამიანს ყოველი დღე პატივისცემის და სიყვარულის აქვს, ხოლო ამ ყოველდღიურობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია იმ პირველ 19 დეკემბერს, როდესაც ერთმანეთი გავიცანით“, – აღნიშნავს მოდელი.
View this post on Instagram
ნიკა ნაყოფიას ოჯახური გამოცდილება უკვე აქვს. წლების წინ მან ცოლად „მის საქართველო 2008“ ხათუნა სხირტლაძე მოიყვანა. ქორწინების შემდეგ წყვილი ჰოლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ ისინი დაშორდნენ და ხათუნა სხირტლაძე ახლა სხვაზეა დაქორწინებული. ნანუკას Instagram-ის „სთორიში“ კითხვა დაუსვეს, როგორ გაიცნეს მან და ნიკოლოზ ნაყოფიამ ერთმანეთი, რაზეც მოდელმა უპასუხა, რომ მოკლე დროში ამის მოყოლა ძნელია, რადგან ყველაფერი ზღაპრულად მოხდა. ახლა კი მან გაცნობის თარიღი გაასაჯაროვა.