გახარია: დროებით, მალე შევხვდებით ისევ
„უამრავი ჭორი დადიოდა. არსად წასვლას არ ვაპირებ. უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ", – ამბობს გიორგი გახარია.
გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. ის მას შემდეგ გადადგა, რაც თავის გუნდთან – „ქართულ ოცნებასთან“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე ვერ შეთანხმდა.