https://sputnik-georgia.com/20210322/Tovli-da-Tavsxma-wvima-maRalmTian-aWaraSi-uamindobam-problemebi-Seqmna-251240493.html
თოვლი და თავსხმა წვიმა: მაღალმთიან აჭარაში უამინდობამ პრობლემები შექმნა
თოვლი და თავსხმა წვიმა: მაღალმთიან აჭარაში უამინდობამ პრობლემები შექმნა
Sputnik საქართველო
ანომალიურმა გაზაფხულმა თოვლითა და წვიმებით პრაქტიკულად გაუვალი გახადა გზები ხულოსა და შუახევში, მოსახლეობის გადაადგილების უზრუნველსაყოფად გზების მუდმივი... 22.03.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-03-22T19:45+0400
2021-03-22T19:45+0400
2021-10-19T17:51+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23915/38/239153844_0:31:1999:1161_1920x0_80_0_0_df705ca861d5b1cdfad059261f17c08e.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23915/38/239153844_0:0:1846:1161_1920x0_80_0_0_92dd2ef4587a15213e4ba9ce9180d399.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ამინდი საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, ამინდი საქართველოში, საქართველო
თოვლი და თავსხმა წვიმა: მაღალმთიან აჭარაში უამინდობამ პრობლემები შექმნა
19:45 22.03.2021 (განახლებულია: 17:51 19.10.2021) ანომალიურმა გაზაფხულმა თოვლითა და წვიმებით პრაქტიკულად გაუვალი გახადა გზები ხულოსა და შუახევში, მოსახლეობის გადაადგილების უზრუნველსაყოფად გზების მუდმივი გაწმენდა მიმდინარეობს.
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. ორდღიანი უხვი ნალექის შედეგად აჭარის მაღალმთიან სოფლებში მეწყრული პროცესები განვითარდა, ნათქვამია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
შესაბამისი სამსახურები გზებზე თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებენ.
„ამ ეტაპისთვის ძირითად მიმართულებებზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია, დარჩენილ მონაკვეთებზე კი მიმდინარეობს სამუშაოები“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე მეორე დღეა მიმდინარეობს ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების მაღალი სოფლების საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები. ადგილობრივი მოსახლეობა გადაადგილების საშუალებას პრაქტიკულად მოკლებულია.
სინოპტიკოსების პროგნოზებით, 26 მარტამდე საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე წვიმებია მოსალოდნელი.