საწვავზე ფასები იზრდება - ავტომობილისტების საპროტესტო აქცია ქუთაისში

გამოწერა
ქუთაისში ავტომობილისტებმა საწვავზე ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მთავრობისგან ფასების მატების კონტროლს მოითხოვენ. დაწვრილებით - იხილეთ ვიდეო

ქუთაისელმა ავტომობილისტებმა ქალაქის ქუჩებში მომდევნო საპროტესტო მსვლელობა გამართეს საწვავის ფასების ზრდაზე მთავრობის მხრიდან კონტროლის დამყარების მოთხოვნით. მომიტინგეები სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ.

მძღოლები რეგულარულად მართავენ საპროტესტო აქციებს საწვავზე ფასების ზრდის გამო. ისინი ავტოკოლონებით დადიან ქალაქის მთავარ ქუჩებზე და მიტინგებს მართავენ. თუმცა ეს პრობლემებს არ ჭრის, რადგან საწვავის ფასები ზრდას განაგრძობს. ავტომოყვარულები მთავრობისგან დაუყოვნებლივ დახმარებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მიკროავტობუსებისა და ტაქსების მძღოლები მგზავრობის საფასურის გაზრდას არ გამორიცხავენ.

ყველა ახალი ამბავი
0