საქართველოს მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცეს

© photo : courtesy of MIA Border Police of Georgiaსაქართველოს სასაზღვრო პოლიცია
საქართველოს სასაზღვრო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2021
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საზღვრების დაცვა უწყებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა.

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მესაზღვრეებს სასაზღვრო ძალების პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს.

მესაზღვრის დღე საქართველოში 1999 წელს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით დაწესდა და ყოველწლიურად, 21 მარტს აღინიშნება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
გომელაური: დავით-გარეჯის ტერიტორიაზე სასაზღვრო სექტორის მშენებლობა მალე დასრულდება

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ყველაზე რთული, საპასუხისმგებლო და, ამავე დროს, საპატიო მისიაა, იდგე შენი ქვეყნის სადარაჯოზე და იცავდე შენს მიწა-წყალს.

„სწორედ ჩვენი მესაზღვრეების ვაჟკაცობასა და პატრიოტიზმზე დგას ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოება, ჩვენი ხალხის სიმშვიდე. მინდა, მადლობა ვუთხრა მათ, რომ ასე თავდაუზოგავად და ერთგულად ემსახურებიან საკუთარ სამშობლოს“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ და სახელმწიფო საზღვრის დასაცავად გაწეული ერთგული და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

სასაზღვრო პოლიციის უფროსი სასაზღვრო სექტორ „ლეკისყურეს" ესტუმრა, სადაც უწყების შესაძლებლობების გაძლიერებაზე ისაუბრა.

„2020 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო პოლიციის გაძლიერების კუთხით: გაუმჯობესდა სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, სახელმწიფო საზღვარი დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვა, განვითარდა სასაზღვრო ავიაციის შესაძლებლობები და კიდევ უფრო გაღრმავდა თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან“, - აღნიშნა შარაძემ.

მისი თქმით, გასულ წელს, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით, აშენდა ოთხი სასაზღვრო სექტორი და მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის დააჯილდოვა. მათ შორის, 5 მესაზღვრე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით „უმწიკვლო სამსახურისათვის" დაჯილდოვდა.

ყველა ახალი ამბავი
0