რა პრობლემები არსებობს საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ცხოვრებაში

© Sputnik / Levan Avlabreliღონისძიება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის
ღონისძიება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2021
გამოწერა
2021 წლის მსოფლიო გზავნილია #ჩვენვაკავშირებთ, რადგან დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია „კავშირზე“ ყოფნა.

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში 7-დან 18 წლამდე ასაკის დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებს არ აქვთ სათანადო მხარდაჭერა სახელმწიფო მომსახურებების სახით.

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2021
21 მარტს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღე აღინიშნება

დღეს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღე აღინიშნება. დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის წლევანდელი გზავნილია „ჩვენ ვაკავშირებთ“, რომელიც მსოფლიოში არსებულ, პანდემიით გამოწვეულ მდგომარეობას პასუხობს.

ნინო ლომჯარიამ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ მე-5 კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ონლაინ-კონფერენცია 7-დან 18 წლამდე ასაკის დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობას მიეძღვნა.

ლომჯარია მიიჩნევს, რომ საქართველოში 7-დან 18 წლამდე ასაკის დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებისთვის არსებული  სახელმწიფო  პროგრამები მცირეა, მოძველებულია და ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებსა და ბავშვების ინდივიდუალური განვითარების საჭიროებებს.

„პანდემიამ კიდევ უფრო მკაფიო გახდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მათ შორის დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების განათლების, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის უფლებების დაცვის კუთხით არსებული პრობლემები,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ინტეგრირებული თეატრი აზდაკის ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2020
საქართველოში არსებული უნიკალური თეატრი და რეჟისორი, რომელიც მასზე ფილმს გადაიღებს

ომბუდსმენმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოს ვალდებულებას დროულად გადაჭრას არსებული პრობლემები. კერძოდ, აღმოფხვრას ბარიერები განათლების მიღების პროცესში, შექმნას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო ფუნქციური და სოციალური უნარ-ჩვევების ხელშემწყობი თანამედროვე სერვისები და მომსახურებები, უზრუნველყოს კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული სერვისების განვითარება.

ონლაინ-კონფერენცია გახსნა განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის პროცესში საქართველოში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები თითოეული მოსწავლის უფლებების რეალიზების მხარდაჭერის მიმართულებით. კერძოდ, შემუშავდა შშმ პირთა უფლებების კოდექსი, ბავშვის უფლებების კოდექსი, არაერთი კონვენცია და განხორციელდა ცვლილება სხვადასხვა კანონში. გარდა ამისა, სკოლებში ამუშავდა „ინკლუზიური სწავლების პროგრამა“, რომლის მიზანია, მათ შორის დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ინკლუზიური და ხარისხიანი განათლების მიღებაში დაეხმაროს.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა, თემაზე მომუშავე ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.

სწავლა სკოლაში - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2021
საქართველოში ინკლუზიური განათლების ახალი პროგრამა იწყება

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღე პირველად 2006 წელს ჩატარდა. 2011 წლის დეკემბერში გაეროს გენერალური ასამბლეა წინადადებით გამოვიდა, რომ 2012 წლიდან ეს დღე აღნიშნოს ყველა სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ, რათა ამაღლდეს საზოგადოების ინფორმირების დონე დაუნის სინდრომის შესახებ.

ამ მოვლენის აღსანიშნავად დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ — ეს თარიღი სიმბოლურად ასახავს პათოლოგიის აღმოცენების ბუნებას. 21 მარტი იმიტომ შეირჩა, რომ დაუნის სინდრომი წარმოადგენს ტრისომიას (მარტი წლის მესამე თვეა) და სინდრომის შემთხვევაში ტრისომია ეხება 21-ე წყვილ ქრომოსომას (21 რიცხვი).

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია, რომელიც Down Syndrome International-ის პარტნიორია, წელს მეათედ უერთდება მსოფლიო საზოგადოებას ჭრელი წინდების კამპანიით და დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0