მოძრაობა „სოციალური აფეთქების“ მონაწილეები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ჯგუფური სარჩელის შეტანას აპირებენ - „ქართველი ხალხი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ „კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით.
დღეს მოძრაობის მონაწილეებმა საპროტესტო აქცია გამართეს კანცელარიის შენობასთან. აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.
საღამოს 21:00-დან დილის 05:00 საათამდე გარეთ გასვლის აკრძალვა ერთ-ერთია შემორჩენილთაგან, რომლებიც კიდევ გაურკვეველი დროით ძალაში დარჩება.