ეს რჩევები იოლად დაგავიწყებთ დავიწყების პრობლემებს

CC BY 2.0 / Colleen Galvin / Week 8 filmstrip memoriesტვინს, იმისთვის, რომ ჩვენს მეხსიერებას ხარვეზები არ დასჩემდეს, რეგულარული ვარჯიში სჭირდება
ტვინს, იმისთვის, რომ ჩვენს მეხსიერებას ხარვეზები არ დასჩემდეს, რეგულარული ვარჯიში სჭირდება - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2021
გამოწერა
ტვინის ვარჯიშისთვის, პირველ რიგში, უნდა ვისწავლოთ, ვიკითხოთ და ანალიტიკური სამუშაოები შევასრულოთ, ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, რაც ნიშნავს საკმარისი ხანგრძლივობის ძილს, სუფთა ჰაერზე რეგულარულად სეირნობასა და სრულფასოვან კვებას.

მეხსიერება, მოგეხსენებათ, აზროვნების, ცნობიერებისა და ქცევის განუყოფელი ნაწილია. ტვინს, იმისთვის, რომ ჩვენს მეხსიერებას ხარვეზები არ დასჩემდეს, რეგულარული ვარჯიში სჭირდება.  გარდა იმისა, რომ ტვინის ვარჯიშისთვის, პირველ რიგში, უნდა ვისწავლოთ, ვიკითხოთ და ანალიტიკური სამუშაოები შევასრულოთ (კროსვორდების შევსება, რებუსებისა და ამოცანების ამოხსნა და ა. შ., ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, რაც ნიშნავს უარის თქმას თამბაქოზე, ალკოჰოლური სასმელების ჭარბი რაოდენობით მიღებაზე, ნარკოტიკებზე, ასევე, გულისხმობს საკმარისი ხანგრძლივობის ძილს, სუფთა ჰაერზე რეგულარულად სეირნობასა და სრულფასოვან კვებას. 

ამჯერად ყურადღებას გავამახვილებთ საკვებ პროდუქტებზე, რომლებიც ადამიანს მეხსიერების შენარჩუნებასა და აღდგენაში ეხმარება. ეს პროდუქტებია:

როზმარინი

© FL/Tatiana Johnsonროზმარინი აუმჯობესებს მეხსიერებას
ეს რჩევები იოლად დაგავიწყებთ დავიწყების პრობლემებს - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2021
როზმარინი აუმჯობესებს მეხსიერებას

როზმარინი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ის შეიცავს კარნოსის მჟავას, რომელიც თავისუფალი რადიკალებისგან იცავს თავის ტვინს. როზმარინში შემავალი ქიმიური ნაერთები ხელს უშლის აცეტილქოლინთან დაკავშირებულ გართულებებს. აცეტილქოლინი არის ნივთიერება, რომელიც ეხმარება ტვინის უჯრედებს, უზრუნველყოფს კარგ მეხსიერებას და ჯანსაღი აზროვნების პროცესს. სხვადასხვა ექსპერიმენტების დროს გამოვლინდა, რომ როზმარინში შემავალი ეთერზეთი 60-75%-ით ზრდის მომავალზე გათვლილი სამოქმედო გეგმების დამახსოვრების ალბათობას. მეცნიერების აზრით, მისი თუნდაც არომატის შესუნთქვა გარკვეული სამუშაოს შესრულების წინ ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს განწყობას, ზრდის სისწრაფეს და მოქმედების სიზუსტეს. როზმარინი აუმჯობესებს მეხსიერებას და კონცენტრაციის უნარს.

ცხიმიანი თევზი

© FL/ Oregon State Universityორაგული
ეს რჩევები იოლად დაგავიწყებთ დავიწყების პრობლემებს - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2021
ორაგული

ორაგული, სკუმბრია, პალტუსი და ქაშაყი შეიცავს ომეგა-3-ის მჟავებს, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს და კარგად მოქმედებს თავის ტვინის სისხლძარღვებზე.

ბროკოლი

CC BY 2.0 / Mike Mozart / Broccoliბროკოლი შეიცავს ბორს, რომლის ნაკლებობაც ტვინის აქტიურობის შემცირებას იწვევს
ეს რჩევები იოლად დაგავიწყებთ დავიწყების პრობლემებს - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2021
ბროკოლი შეიცავს ბორს, რომლის ნაკლებობაც ტვინის აქტიურობის შემცირებას იწვევს

K ვიტამინისა და მაგნიუმის შესანიშნავი წყაროა, რომლებიც ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. ასევე, კომბოსტო შეიცავს ბორს, რომლის ნაკლებობაც ტვინის აქტიურობის შემცირებას იწვევს.

სტაფილო

CC BY-SA 2.0 / Matt Biddulph / Carrotsლუტეოლინი, რომელსაც სტაფილო შეიცავს, შესანიშნავი საშუალებაა სიბერის, ალცჰეიმერის დაავადების და გაფანტული სკლეროზის წინააღმდეგ საბრძოლველად
ეს რჩევები იოლად დაგავიწყებთ დავიწყების პრობლემებს - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2021
ლუტეოლინი, რომელსაც სტაფილო შეიცავს, შესანიშნავი საშუალებაა სიბერის, ალცჰეიმერის დაავადების და გაფანტული სკლეროზის წინააღმდეგ საბრძოლველად

სტაფილოს შემადგენლობაში ნივთიერება ლუტეოლინი, რომელიც მეხსიერების გაუმჯობესებაში წამყვან როლს ასრულებს. ლუტეოლინი ორგანიზმისთვის ანტიოქსიდანტურ, ანთების, სიმსივნის საწინააღმდეგო და იმუნომოდულირებად საშუალებად მოიაზრება. ბოლო კვლევებმა ცხადყო, რომ ლუტეოლინი შესანიშნავი საშუალებაა სიბერის, ალცჰეიმერის დაავადების და გაფანტული სკლეროზის წინააღმდეგ საბრძოლველად.

კაკალი

CC BY 2.0 / Kate Hopkins / Walnutsკაკალი აბრკოლებს მეხსიერების გაუარესებას
ეს რჩევები იოლად დაგავიწყებთ დავიწყების პრობლემებს - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2021
კაკალი აბრკოლებს მეხსიერების გაუარესებას

კაკალში ასევე შედის ლუტეოლინი, რომელიც ხსნის ანთებას ტვინში, წინააღმდეგობას უწევს ყურადღების გაფანტვას, მეხსიერების გაუარესებას და ამცირებს თავის ტვინში მავნე ნივთიერებების წარმოქმნას.

ყველა ახალი ამბავი
0