უმცროსი კალაძე მამის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს ვერ მალავს. ერთ-ერთ ვიდეოზე ანუკის სახალისო კითხვა ისმის, სადაც დიზაინერი ყველაზე პატარა ვაჟს ეკითხება: „დედა უფრო გიყვარს თუ დედა?“ აღნიშნულზე ნიკოლას ჩაფიქრება არ დასჭირდა და მალევე „მამა“ უპასუხა. პატარა მოუსვენარი ბიჭი მხოლოდ თბილისის მერთან გრძნობს თავს მყუდროდ და კახა კალაძის სამსახურიდან დაბრუნებისთანავე სახლში სიჩუმე სუფევს. ნიკოლა კი მამას ძველებურად სახლის კართან სულმოუთქმელად ელოდება.
View this post on Instagram
უახლეს ვიდეოზე, რომელიც ანუკიმ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, ნიკოლაზეა გაბრაზებული. ბიჭუნამ საპირფარეშომდე მისვლა ვერ მოასწრო, რაზეც დიზაინერის შენიშვნა დაიმსახურა. ამაზე ნიკოლამ სასაცილო პასუხები გასცა, შემდეგ კი დედას მძიმე სათამაშო ესროლა. ანუკის მორიგ შენიშვნაზე, სადაც გამოცდილი დედა ნიკოლას ეუბნება, რომ უზრდელი ბავშვები არ უყვარს, მას ნიკოლასგან მეორე სათამაშო მოხვდა.
4 სექტემბერს ცნობილი ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი ნიკოლა კალაძე ორი წლის გახდა. ძმები ყველაზე უმცროსი კალაძის აღზრდაში დიდ როლს ასრულებენ, დედას ეხმარებიან და მოუსვენარ ძმას სხვადასხვა ხერხით ართობენ. ყოფილი ფეხბურთელი და ამაჟამად თბილისის მერი კახა კალაძე და ანუკი არეშიძე 12 წელია ერთად არიან. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო, მათ ოფიციალურად 2013 წელს იქორწინეს. 2019 წლის ზაფხულში წყვილმა ჯვარიც დაიწერა და ყველაზე უმცროსი ვაჟი – პატარა ნიკოლა მონათლა.
View this post on Instagram
მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლა ოჯახის ყველაზე ენერგიული წევრია, უფროსი ძმები მის მორჯულებას ცდილობენ. ბიჭები ერთად ცეკვავენ, წყნეთის აგარაკის ეზოში ფეხბურთს თამაშობენ, ძაღლებს უვლიან ან მამასთან ერთად სკუტერით ერთობიან. ნიკოლა კალაძეც ცდილობს უფროს ძმებს მიბაძოს. ახლა კი მათ გართობას ხეების დარგვა-მოვლა დაემატა, რასაც ბიჭები დიდი სიხარულით ასრულებენ.