ტოჩინოშინი ჰარუ ბაშოზე მეოთხედ დამარცხდა

© AFP 2024 / BRENDAN SMIALOWSKIლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
გამოწერა
ტოკიოში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე ლევან გორგაძის ანგარიშზე სამი გამარჯვება და ოთხი მარცხია. დადებითი ბალანსის დაბრუნებას ტოჩინოშინი ხვალ მიდორიფუჯისთან შეხვედრაში შეეცდება.

თბილისი, 20 მარტი - Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე მარტის ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მე-4 შეხვედრა წააგო.

ჰარუ ბაშოს მე-7 დღეს ლევან გორგაძე მე-5 მაეგაშირა ენდოს შეხვდა და შიტატედაშინაგეს ილეთით დამარცხდა. იაპონელმა სუმოისტმა შეხვედრის დასაწყისშივე შეჯახებას თავი აარიდა, რის შედეგადაც ტოჩინოშინმა წონასწორობა დაკარგა და სამწუხარო მარცხი განიცადა.

ქართველი სუმოისტის შემდეგი მეტოქე ხვალ მე-10 მაეგაშირა მიდორიფუჯი იქნება.

ტოჩინოშინს მიმდინარე ბაშოზე უარყოფითი ბალანსი აქვს, მის ანგარიშზე სამი მოგება და ოთხი მარცხიაა.

ყველა ახალი ამბავი
0