როგორ გავიწმინდოთ თირკმელები ბუნებრივი, უსაფრთხო საშუალებებით: ხუთი ეფქტური მეთოდი

CC0 / Pixabay / ლიმონიანი წყალი
ლიმონიანი წყალი - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
გამოწერა
თირკმელი ადამიანის ორგანიზმში სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებს. ეს არის წყვილი ორგანო, რომელიც სისხლის გაწმენდას და მისი ქიმიური შემადგენლობის დაბალანსებას უწყობს ხელს.

თირკმელი დღე-ღამეში თითქმის 200 ლიტრ სისხლს გადაამუშავებს და ორ ლიტრამდე ნარჩენი ორგანიზმიდან გამოაქვს. ეს ნარჩენი სხვა არაფერია, თუ არა შარდი, რომელიც თირკმელებიდან შარდის ბუშტში ჩაედინება.

ამიტომ მნიშვნელოვანია სათანადო ყურადღება მივაქციოთ ამ ორგანოს და ვეცადოთ პერიოდულად, ბუნებრივი საშუალებებით გავასუფთაოთ. ჩვენ შემოგთავაზებთ გამწმენდი ჩაის რამდენიმე რეცეპტს, რომლის გამოყენებითაც სახლის პირობებში შეძლებთ თირკმელზე ზრუნვას.

© FL/ tannazმწვანილი
როგორ გავიწმინდოთ თირკმელები ბუნებრივი, უსაფრთხო საშუალებებით: ხუთი ეფქტური მეთოდი - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
მწვანილი

ოხრახუშის ჩაი

ოხრახუშში უნიკალურად არის შერწყმული ვიტამინები და მიკროელემენტები, გამოირჩევა შემადგენელი კომპონენტების ბიოლოგიური აქტივობით. ის ხელმისაწვდომია წელიწადის ნებისმიერ დროს, ინახება დიდხანს და არ კარგავს თავის უნიკალურ თვისებებს.

კარგად გარეცხეთ ოხრახუში, დაჭერით დიდ ნაწილებად და მოათავსეთ ქვაბში. დაასხით წყალი იმ დონემდე, რომ ფარავდეს ოხრახუშს. დადგით საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ადუღების შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ გამორთეთ ცეცხლი და დაელოდეთ გაგრილებას. გაწურეთ და სითხე შედგით მაცივარში. ნაყენი მიიღეთ დღეში ერთხელ, უმჯობესია დილით. ნაყენი არ არის რეკომენდირებული ორსულებში და თირკმლის კენჭის მქონე ადამიანისთვის.

© photo: Sputnik / Andrey Arkhipov / გადასვლა მედიაბანკშისიმინდი
როგორ გავიწმინდოთ თირკმელები ბუნებრივი, უსაფრთხო საშუალებებით: ხუთი ეფქტური მეთოდი - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
სიმინდი

სიმინდის ულვაში

სიმინდის ულვაში გამოირჩევა ადამიანის ორგანიზმზე დადებითი ზემოქმედებით. ის გამოიყენება, როგორც სისხლდენის შემაჩერებელი, ნაღვლმდენი და შარდმდენი საშუალება. ის ასევე რეკომენდებულია უროლოგიური დაავადებების, შეშუპების, ნეფრიტის, თირკმელებში კენჭების დროს. სიმინდის ულვაშზე დამზადებული სამკურნალო პრეპარატები ხელს უწყობს ნაღვლის სეკრეციის გაზრდას, მოქმედებს სისხლზე - აჩქარებს მის შედედებას, ზრდის პროთრომბინის რაოდენობას.

ნაყენის მოსამზადებლად  სიმინდის ულვაშს დაასხით 0, 5 ლიტრი ადუღებული წყალი, გააჩერეთ 2 საათი. გადაწურეთ და მიიღეთ 100-100 გრ ნაყენი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.

წიწვები - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2020
წიწვოვანი მცენარეების უპირატესობა, ანუ გაიკაჟეთ ჯანმრთელობა

მინდვრის შვიტა

მინდვრის შვიტა ხალხურ მედიცინაში გამოიყენება როგორც შარდმდენი საშუალება გულის მანკის, შეშუპების, შარდსადენი გზების დაავადებების სამკურნალოდ. შვიტას ნაყენი და ნახარშები გამოიყენება საშარდე გზების კენჭოვანი დაავადებების, ბუასილისა და საშვილოსნოდან სისხლისდენის, ტყვიით მწვავე და ქრონიკული მოწამვლის დროს.

მისი ნაყენი გამოიყენება ცისტიტისა და პროსტატიტის დროსაც, როგორც შარდმდენი საშუალება. მას იყენებენ შარდის ბუშტისა და თირკმელების დაავდების დროს.

ნაყენის მოსამზადებლად ერთ სუფრის კოვზ ნედლეულს დაასხით ორი ჭიქა წყალი და ადუღეთ ხუთი წუთის განმავლობაში. ნაყენი მიიღეთ 100-100 გრ 3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.

© Facebook / Ministry of Agriculture of Georgiaზეთისხილი
როგორ გავიწმინდოთ თირკმელები ბუნებრივი, უსაფრთხო საშუალებებით: ხუთი ეფქტური მეთოდი - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
ზეთისხილი

ზეითუნისა და ლიმონის ზეთი

ზეითუნის ზეთისა და ლიმონის წვენის ნარევი ერთ-ერთი ტრადიციული საშუალებაა თირკმლის პრობლემების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. გარდა ამისა მისი შარდმდენი ეფექტი და ანტიოქსიდანტური თვისებები ხელს უწყობენ სისხლის დეტოქსიკაციას და ჭარბ მინერალებსა და ცილასაც გაშორებთ.

აურიეთ ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და ერთი სუფრის კოვზი, ახლად გამოწურული ლიმონის წვენი. ნარევი მიიღეთ უზმოზე. სასურველი შედეგის მისაღწევად დალიეთ ყოველდღე, მინიმუმ ორი ან სამი კვირის მანძილზე.

CC BY 2.0 / Acid Pix / dandelionბაბუაწვერა
როგორ გავიწმინდოთ თირკმელები ბუნებრივი, უსაფრთხო საშუალებებით: ხუთი ეფქტური მეთოდი - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
ბაბუაწვერა

ბაბუაწვერას ნაყენი

ბაბუაწვერას ნაყენი ბუნებრივი შარდმდენი საშუალებაა, რომელიც თირკმელში არსებული კენჭების გამოსადევნად შარდის გამომუშავებას უწყობს ხელს.

მისი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები თირკმელში კენჭებს ებრძვის, ამასთანავე ამცირებს მაღალი ქოლესტერინის, ჰიპერტონიის და დიაბეტის გაჩენის რისკებს.

ნაყენის მოსამამზადებლად დაგჭირდებათ ერთი სუფრის კოვზი ბაბუაწვერა, ერთი ჭიქა წყალი (250 მილიგრამი).

ერთ ჭიქა მდუღარე წყალში ჩაყარეთ ერთი სუფრის კოვზი ბაბუაწვერა და 10 წუთით გააჩერეთ. გაწურეთ და დღეში 2-3 ჯერ გამოიყენეთ.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

ყველა ახალი ამბავი
0