ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღეს: დაკავებულია თურქეთის მოქალაქე

© photo: Sputnik / Stringerბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღეს: დაკავებულია თურქეთის მოქალაქე
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღეს: დაკავებულია თურქეთის მოქალაქე - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
გამოწერა
სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებით საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. დანაშაული 5-დან 20 მდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისი, 20 მარტი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყოფილმა კონსულმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში დავა მოიგო >>

ბათუმში ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცების სახით „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 502 აბი, „მეტამფეტამინის“ შემცველი 13 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება, ასევე 849 აბი და 12 ნატეხი „მდმა“ ამოიღო.

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება). დანაშაული 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0