Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„...მე და ბენი ვშორდებით“- ნუკი კოშკელიშვილმა ამერიკელი ქმარი მიატოვა?

© Photo: Nuki Koshkelishvili / FBნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
გამოწერა
მსახიობმა ოჯახურ ცხოვრებას ვრცელი პოსტი მიუძღვნა. რას წერს მსახიობი წყვილების ურთიერთობის იდილიაზე?

ნუკი კოშკელიშვილი და მისი ქმარ-შვილი ამერიკას დაუბრუნდნენ. პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ბენჯი ხაიმი საქართველოში დაბრუნდა და ოჯახთან ერთად შტატებში გაფრინდა. წყვილის დაშორებაზე ბევრი ჭორ-მართალი გავრცელდა, თუმცა ატეხილი სკანდალი მალე ჩაწყნარდა. ბენის პროფესიამ ოჯახს ერთი წლით დააშორა. ის პანდემიის დაწყებისთანავე ფრონტის პირველ ხაზზე იბრძოდა და კოვიდდადებიტ პაციენტებს მკურნალობდა.

ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. ეს გადაწყვეტილება მან სპონტანურად მიიღო და იხსენებს, რომ არც იცოდა ვისთან ჩადიოდა ამერიკაში. გარისკა და ძალიან გაუმართლა, რომ პირველ პარტნიორთან მტკივნეული დაშორების შემდეგ ბენჯის შეხვდა. მისი პირადი ცხოვრება დიდ ყურადღებას იქცევს. აღსანიშნავია, რომ მსახიობმა პატარა ოლივერს ქართული ასწავლა.  „ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვაწყდები წყვილებს, აი „ტიკ-ტოკზე“ ან „ინსტაგრამზე“, რომ უყურებ და ფიქრობ, “ღმერთო, რა ბედნიერები არიან, აუ მეც მინდა ასეთი ურთიერთობა ჩემ ქმართან/ ცოლთან” ან „აუუუ რა მხიარული ოჯახია, ჩვენ რა გვჭირს?!” და უეცრად, რატომღაც ზუსტად მაშინ როცა ყველაზე ნაკლებად ელოდები ეს წყვილი შორდება...“, - ასე გამოეხმაურა ნუკი ახალ ტენდენციას. მისივე განცხადებით, სოციალურ ქსელში ადამიანები ბედნიერების ილუზიას ქმნიან, რაც იმედგაცრუების ნაწილია.

„და კიდევ ერთხელ ხვდები, რომ სოციალურ ქსელში ადამიანს შეუძლია ნებისმიერი ილუზიის შექმნა, გინდ ბედნიერების და გინდ უბედურების. ასეთ დროს ხვდები, ჯობია შენ ურთიერთობას მიხედო და არასდროს ადარო არარსებულ იდილიას... ახლა ისე გამომივიდა, გეგონება მე და ბენი ვშორდებით...“, - წერს მსახიობი. ამავე პოსტში ტელესახემ დაწერა, რომ ქმარს არ შორდება, თუმცა აღნიშნულ საკითხზე გარკვევა „ფოლოვერებს“ თხოვა.

პოპულარულმა მსახიობმა საქართველოში აწყობილი წარმატებული კარიერა ამერიკაში დაოჯახების შემდეგ მიატოვა. სხვადასხვა გადაცემებში საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მას ტოკ-შოუებში არაერთხელ უტირია, რადგან სამშობლო და ოჯახის წევრები ძალიან ენატრება. ამბობს, რომ მეუღლეს ძალიან ხშირად ეჩხუბება, მიუხედავად ამისა, ამერიკაში დარჩენის ერთადერთი დიდი მიზეზი მათი სიყვარულია, რომელიც დღითიდღე იზრდება.

ყველა ახალი ამბავი
0