თბილისი, 20 მარტი - Sputnik. იაპონიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ქალაქ იშინომაკისთან 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება აშშ-ის გეოლოგიური სამსახური.
მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 18:09 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 54 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
თავდაპირველად ქვეყანაში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა, მოგვიანებით მეტეოსააგენტომ გაფრთხილება მოხსნა.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
წინასწარი მონაცემებით, ატომური სადგურების - „ფუკუსიმა-1“, „ფუკუსიმა-2“ და „ტოკაი-2“-ის მუშაობაზე მიწისძვრას გავლენა არ მოუხდენია.