ხიმკიში ცხრასართულიან სახლში აფეთქება მოხდა – არის მსხვერპლი

© photo: Sputnik / Vladimir Baranov / გადასვლა მედიაბანკშისასწრაფო დახმარების მანქანა მოსკოვში
სასწრაფო დახმარების მანქანა მოსკოვში - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
გამოწერა
ბინაში ჩამოინგრა ოთახების გამყოფი კედელი, რომლის ნანგრევებში, შესაძლოა, ორი ბავშვი იმყოფებოდეს. წინასწარი მონაცემებით, აფეთქების მიზეზი გაზია.

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. ხიმკიში (მოსკოვის ოლქი) აფეთქება მოხდა, დაიღუპა ერთი ადამიანი, იუწყება РИА Новости საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით.

ინციდენტი ცხრასართულიან კორპუსში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა.

როგორც სააგენტოს საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განუცხადეს, ბინაში ჩამოინგრა ოთახების გამყოფი კედლები, რომლის ნანგრევებში, შესაძლოა, ორი ბავშვი იმყოფებოდეს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ნანგრევებიდან ერთი ბავშვი ამოიყვანეს. ხანძარი ლოკალიზებულია.

პროკურატურამ უკვე დაიწყო საქმის შესწავლა.

ყველა ახალი ამბავი
0