ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ და ურთიერთბრალდებებით დასრულდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliკრისტიან დანიელსონი
კრისტიან დანიელსონი - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
გამოწერა
საქართველოში პოლიტიკური კრიზისი თითქმის ხუთი თვე გრძელდება - გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. ცხრა საათზე მეტ ხანს მიმდინარე მოლაპარაკებებმა მმართველ პარტიასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის შედეგი ვერ გამოიღო.

„მოლაპარაკებებზე მთავარი შეთანხმება ვერ შედგა“ - განაცხადა შეხვედრის შუამავალმა, შვედმა დიპლომატმა კრისტიან დანიელსონმა და აღნიშნა, რომ ტოვებს საქართველოს.

„მე დავბრუნდები ბრიუსელში და ამ ყველაფრის შესახებ მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს. პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ იყოს ნაპოვნი პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტილება,  დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე, ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის“, – აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა.

მხარეებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს იმაში, რომ არ იყვნენ მზად კომპრომისისთვის.

„იყო წინსვლაც ამ დღეების განმავლობაში, თუმცა, სამწუხაროდ, ოპოზიციისთვის თვითმიზანი იყო შეთანხმების არმიღწევა. ეს გამოიხატა იმაში, რომ დაყენებული იყო კონკრეტული ულტიმატუმები, რომლებიც ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას. ბუნებრივია, ასეთი ულტიმატუმები აბსოლუტურად მიუღებელია დიალოგის პროცესში. ჩვენ ვიცით, რომ ოპოზიციური სექტორი, ერთი ორი გამონაკლისის გარეშე, იმართება კიევიდან მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში მათ შეთანხმებაზე წამოსვლის არავითარი რესურსი არ ჰქონდათ. ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც მათ ჩაშალეს საბოლოო ჯამში შეთანხმება“, - განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. ამასთან მან აღნიშნა, რომ „მოლაპარაკებთა პროცესი არ დასრულებულა“ და არ გამორიცხა, რომ ის შეიძლება გაგრძელდეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია მზად არის „ნებისმიერ მომენტში დაუბრუნდეს მოლაპარაკებათა მაგიდას, როგორც კი მზად იქნება ოპოზიცია“.

ოპოზიციის ლიდერებმა მოლაპარაკებების ჩაშლაში მმართველი პარტია დაადანაშაულეს. მათ განაცხადეს, რომ მთავარი უთანხმოება იყო ორ პრინციპულ საკითხზე: ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების საკითხზე.

„შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ამ ხალხს აკრძალული აქვს ნებისმიერ გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარის დაშვება. დათმო თუ არა რამე ოპოზიციამ? - მაქამდე საქმეც კი არ მისულა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი წინადადება გვქონდა“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

„ქართული ოცნება“ არ არის მზად, აიღოს მისი მთავარი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ.

ყოფილ მმართველ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ ოპოზიცია საპროტესტო აქციებს გააგრძელებს.

„გარდა საერთაშორისო წნეხისა, რომელიც აუცილებლად გაიზრდება, ბუნებრივია, გააქტიურდება სამოქალაქო პროტესტი, რომელიც ახლაც მიმდინარეობს, თუმცა ის გახდება უფრო ფართო და ინტენსიური“, - განაცხადა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი მინაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0