Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ქმარს ორ თვეში ერთხელ ვნახულობ, მაგრამ ეს ძალიან მომწონს...“ – ხატია შამუგიას აღიარება

© courtesy of Khatia Shamugiaხატია შამუგია
ხატია შამუგია - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
გამოწერა
ხატია შამუგიამ დაახლოებით ერთი წლის წინ აღიარა, რომ პრინცი იპოვა. ნახეთ ვისზე დაქორწინდა ხატია და რატომ მოაწერა ხელი დეკემბერში.

ქარ­თვე­ლი სე­ლებ­რი­თე­ბის ერთ-ერთ აქ­ტი­ურ სა­ხეს ხა­ტია შა­მუ­გი­ას „ქუ­ჩის ბიჭ“ გუ­რამ ლო­მი­ძეს­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ხმა­მაღ­ლა და სა­ჯა­როდ არას­დროს უთ­ქვამს, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. მის ცხოვ­რე­ბა­ში თუ რა­ი­მე სა­ხის გრძნო­ბა ან ურ­თი­ერ­თო­ბა იყო, ამას არას­დროს ასა­ჯა­რო­ებ­და, მაგ­რამ დად­გა ეტა­პი, რო­დე­საც შე­უძ­ლია თქვას: „დიახ, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ და თავს ბედ­ნი­ერ ქა­ლად ვგრძნობ!“

ხა­ტი­ას ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა პრინ­ცი, რო­მე­ლიც ირ­ლან­დი­ა­ში ცხოვ­რობს. ეს ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი მის ბავ­შვო­ბა­შიც არ­სე­ბობ­და, მერ­ვე კლა­სამ­დე უბ­ნე­ლე­ბი იყ­ვნენ, შემ­დეგ ხა­ტი­ამ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი შე­იც­ვა­ლა და მათი გზე­ბიც გა­ი­ყო. ამა­სო­ბა­ში ხა­ტია წარ­მა­ტე­ბულ ქა­ლად იქცა, ის ქარ­თვე­ლი ბიჭი კი ირ­ლან­დი­ა­ში წა­ვი­და, ბიზ­ნე­სი აა­წყო და იმ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეც გახ­და. მათი გზე­ბი წლე­ბის შემ­დეგ გა­და­იკ­ვე­თა და ძვე­ლი, ბავ­შვუ­რი ნაც­ნო­ბო­ბა სე­რი­ო­ზულ სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და.

ცოტა ხნის წინ „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“ ხატია შამუგიამ მსმენელს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული სიახლე გაუზიარა. ხატიას თქმით, მისი მეორე ნახევარი ზოდიაქოთი ლომია, დუბლინში ცხოვრობს და მასთან მალე თავადაც გაემგზავრება. ხელი კი, მიხეილ ცაგარელის რჩევით, დეკემბერში მოაწერეს.

„იმედის დღეში“ შამუგიამ განაცხადა, რომ მეორე ნახევარს ხშირად ვერ ნახულობს, ორ თვეში ერთხელ ჩამოდის მასთან მეუღლე, რაც, მისი აზრით, ძალიან კარგია, რადგან ვნება არ ნელდება. „ერთის მხრივ რთულია, სულ ცხელია ურთიერთობა და მომწონს. სულ ასე კი არ იქნება, მაგრამ მერე 366 დღე რომ სულ ერთად იღვიძებ და იძინებ, რაღაცები ნელდება“, – ფიქრობს ხატია.

ყველა ახალი ამბავი
0