თბილისი, 19 მარტი – Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გუდაური–კობის მონაკვეთზე დაწესებული შეზღუდვები მსუბუქი ავტომობილებისთვის მოიხსნა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ამ დროისთვის ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
უწყების ინფორმაციით, მლეთა–გუდაურის(ფოსტა), გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა–ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე კი მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.