ტოჩინოშინი მესამედ დამარცხდა – ქართველ სუმოისტს ბალანსი გაუთანაბრდა

© courtesy of Caucasus Universityლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
გამოწერა
დღევანდელი მარცხის შემდეგ ლევან გორგაძის ანგარიშზე სამი მოგება და სამი მარცხია. ქართველი სუმოისტის შემდეგი მეტოქე 30 წლის იაპონელი ენდო იქნება.

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. ტოკიოში მიმდინარე მარტის ბაშოზე ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი მესამედ დამარცხდა და თანაბარ ბალანსს დაუბრუნდა.

ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
ტოჩინოშინმა ტოკიოს ჰარუ ბაშოს ტურნირზე ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა

ტოჩინოშინი, რომელიც ჰარუ ბაშოს აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, დღეს დასავლეთის მე-8 მაეგაშირა ტობიძარუს გაეჯიბრა და ოკურიდაშის ილეთით დამარცხდა. იაპონელი სუმოისტი ლევანს ზურგიდან მოექცა და დოჰიოდან მალევე გადაიყვანა. აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინი და ტობიძარი დოჰიოზე ერთმანეთს პირველად დღეს დაუპირისპირდნენ.

აღნიშნული მარცხის შემდეგ ლევან გორგაძის ანგარიშზე სამი მოგება და სამი მარცხია. ტოჩინოშინს დღემდე ზედიზედ სამი შეხვედრა ჰქონდა მოგებული.

მიმდინარე ბაშოს მე-7 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე 30 წლის იაპონელი ენდო იქნება, რომელიც აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირაა. ქართველი მას კარიერის განმავლობაში 15-ჯერ შეხვდა, საიდანაც ლევანის ანგარიშზე ცხრა გამარჯვებაა.

ყველა ახალი ამბავი
0