თბილისი, 19 მარტი – Sputnik. პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით გორის საავტომობილო გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში 23 მარტის 21:00 სთ-დან 01:00 სთ-მდე და 24 მარტის 01:00-დან 05:00 სთ-მდე პერიოდში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოვლით გზაზე.
მოძრაობას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.